„არსენალის“, „ბარსელონას“, „ჩელსის“ და საფრანგეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი ემანუელ პეტი ამბობს, რომ ლიონელ მესი პრემიერლიგაში ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა, როგორიც „ბარსელონაშია“. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი საამისოდ კრიშტიანუ რონალდუ უნდა იყოს. „გულწრფელი რომ ვიყო, მესი პრემიერლიგის ტემპს ალღოს ვერ აუღებდა. მას ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლა და ხისტი თამაში არ გამოსდის. ესპანეთში ის ამისგან […]