ისტორიული გამარჯვება – უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ინგლისი დაამარცხეს
1 ივნისს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ქართული რაგბის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება (40:38) მოიპოვა და U20 მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩები ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა. სანახაობრივ შეხვედრაში საწყის წუთებზე უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და 0:14 დაწინაურდნენ, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მატჩის სადავეები მალევე იგდეს ხელთ და საბოლოოდ მეტოქე 2-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. U20 […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | ბოლო ტესტი მსოფლიომდე
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო თამაშს გამართავენ. 1 ივნისს „ავჭალაზე“, საქართველო ინგლისელ თანატოლებს მეორედ ერკინება. პირველი, ისტორიული რკენა (რადგან ინგლისის პირველი ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ პირველად ჩამოვიდა და ჩვენი 20-წლამდელები ინგლისელ თანატოლებს პირველად დაუპირისპირდნენ) 27 მაისს ასევე „ავჭალაზე“ გაიმართა. საწყისი 20 წუთის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას დაეუფლნენ და 24:15 დაწინაურდნენ. 9-ქულიანი ჰანდიკაპი […]
27 მაისს, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე, U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ინგლისის დაპირისპირება შედგა. სანახაობრივ შეხვედრაში უმცროსი ბორჯღალოსნები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა, უკანასკნელ 10 წუთში 2 ლელო გაუშვეს და საბოლოოდ 36:41 დამარცხდნენ. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ინგლისის მეორე დაპირსპირება 1 ივნისს, კვლავ “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” შედგება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, U20 ინგლისის […]
ლუის ჩესამი: „ასეთ მოედნებზე იშვიათად გვიწევს თამაში“
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლევის ჩესამი საქართველოში არსებული სავარჯიშო და სათამაშო პირობებით კმაყოფილია. მას და კიდევ რამდენიმე მორაგბეს, 27 მაისს „ავჭალაზე“ გამართულ პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ და ახლა მოუთმენლად ელიან მეორე თამაშს, რომელიც ასევე „ავჭალაზე“, 1 ივნისს 16 საათზე დაიწყება. პირველი ჯახი სტუმრებმა დასკვნით 5 წუთში გატანილი ორი გარდასახული ლელოთი 41:36 მოიგეს. ჩესამი დარწმუნებულია, […]
ლადო კილასონია: „ორი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა“
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მატჩის დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, რამაც ინგლისს „ავჭალაზე“ გამართული პირველი საკონტროლო მატჩი 41:36 მოაგებინა. მანამდე, თითქმის მთელი 75 წუთი, მასპინძლები დომინირებდნენ და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ. 15-კაცა რაგბში საქართველოს ინგლისი არცერთ ასაკობრივ დონეზე არ დაუმარცხებია, 20-წლამდელებში კი სულაც პირველად ეთამაშა. „მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სათითაოდ ყველა მოთამაშეს, რომლებიც […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | წუთნახევარი ისტორიამდე
უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში გამოცდილება არ ეყოთ, მღელვარებას ვერ სძლიეს და დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო გაუშვეს – 36:41. 15-კაცა რაგბიში ინგლისის ნაკრები აქამდე არცერთ ასაკობრივ დონეზე არ დაგვიმარცხებია, თუმცა 20-წლამდელთა დონეზე მათ წინააღმდეგ აქამდე არც არასდროს გვითამაშია. პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, ინგლისელები საქართველოს […]
ინგლისთან ისტორიული მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია
27 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე ისტორიულ თამაშს გამართავენ. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ ინგლისი პირველი გუნდით ჩამოვიდა! აქამდე საქართველოს სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებს ინგლისის საგრაფოების, ან რომელიმე კლუბის ახალგაზრდული გუნდებისთვის უმასპინძლია. საქართველოს სტუმრობდნენ ბრიტანული სამოყვარულო კლუბები და 2017 წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მასპინძლებთან თამაშმა არ მოუწია. […]
უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ინგლისის მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია
უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” U20 რაგბის მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში, საფრანგეთში, ფრანგ თანატოლებთან მატჩი და ერთობლივი ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდნენ და ინგლისისთვის მზადებას შეუდგნენ. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისთან ორ მატჩს გამართავს. უმცროსი “ბორჯღალოსნებისა” და ინგლისის ორ თამაშიანი სერია “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება. სერიის პირველი დაპირისპირება 27 მაისს, 19:00 საათზე შედგება. აღნიშნულ მატჩზე დასწრება თავისუფალი.
უმცროსი ბორჯღალოსნები | ოთხი ტაიმი ფრანგებთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომელიც მსოფლიო რაგბის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, საფრანგეთში პირველი საკონტროლი თამაში გამართა. რადგან ორივე გუნდს მოთამაშეთა საქმეში ხილვა სურდა, თამაში ოთხ ბლოკად დაიყო და გუნდებმა 20-20 წუთიანი ტაიმები ითამაშეს, ორი ტაიმის შემდეგ დიდი შესვენებით. დებიუტში ფრანგები დაწინაურდნენ, რაზეც ნიკა ლომიძემ ლელოთი უპასუხა. კარგად თამაშობდა ხაზი და რამდენჯერმე სახიფათო კონტრშეტევა განვახორციელეთ. ნიკოლას რაგოევს ჩვენი […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | 29 მოთამაშით საფრანგეთის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, საფრანგეთში მასპინძელ თანატოლებთან პირველ საკონტროლო თამაშს გამართავენ. რადგან ორივე მხარეს სურს საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატი იხილოს, შეხვედრა ოთხ ნაწილად დაიყო და 20-20 წუთიანი ტაიმები გაიმართება. შეხვედრა „მარკუსის“ ბაზაზე ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. მწვრთნელებმა დაასახელეს ის 15 მოთამაშე, რომლებიც ფრანგებთან მატჩს დაიწყებენ. გაფართოებული, […]
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელსაც სამხრეთ აფრიკა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები, საქართველოს უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან. უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგებს სტუმრად მაისში ერკინებიან, ინგლისი კი ივნისში საქართველოში გვეწვევა. „საქართველოს რაგბის კავშირმა კარგად იმუშავა და მოსამზადებელ ეტაპზე საფრანგეთთან და ინგლისთან უმნიშვნელოვანესი […]
ინგლისისა და საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის ახალგაზრდული ნაკრებები უმცროს ბორჯღალოსნებთან (20 წ,) 4 თამაშს გამართავენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან საფრანგეთში, ინგლისთან კი – საქართველოში. იოსებ ტყემელაძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: “ძირითად ახალგაზრდულ ნაკრებებთან თამაშები პირველია, რაშიც განსაკუთრებული დახმარება ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბილ სვინიმ გაგვიწია, მადლობა მას, – […]