გიორგი გაგუას გოლი პორტუგალიის კარში | VIDEO
საბა საზონოვის გოლი პორტუგალიის კარში | VIDEO
საქართველოს ფეხბურთელების შეფასება პორტუგალიასთან მატჩში
დღეს საქართველოსა და რუმინეთში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 21 წლამდელთა შორის. საქართველომ პირველი შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა პირველივე ტაიმში გაიტანა. 37-ე წუთზე მეტოქის კარი გაგუამ აიღო ხოლო, მეორე გოლი საზონოვმა სტუმრებს გასახდელში გაატანა. მას შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, […]
გამორჩეული ფაქტი – დინამო არენა ევროპირველობის ისტორიაში შევიდა
დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველო ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩმპიონატზე აქამდე არასდროს ყოფილა და პირველივე შეხვედრაში ძალიან ძლიერი პორტუგალიის ნაკრების დამარცხება მოახერხა. გაგუასა და საზონოვის გოლებს პორტუგალიელებმა ვერ უპასუხეს და რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა და მთელი მატჩის განმავლობაში არაჩვეულებრივი გარემო იყო. ეს რა თქმა უნდა მოედანზე […]
“შეგვეძლო უფრო შემტევები და აგრესიულები ვყოფილიყავით” – რუი ჟორჟე
21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა სენსაციური შედეგი დააფიქსირა. რამაზ სვანაძის გუნდმა ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის თამაშში ბევრი შეცდომა იყო. “ძალიან სამწუხაროა, რომ სამი ქულა დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, […]
ქართველი არბიტრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებენ
6 ივნისს სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანაში, 2021 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია. ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე სამ შეხვედრაზე […]
“ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ” – რამაზ სვანაძე
საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე პირველად ასოპარეზობს, ქართველებმა შეძლეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. გოლის ავტორები გიორგი გაგუა და საბა საზონოვი გახდნენ. პორტუგალიის დამარცხების შემდეგ საქართველომ სამი ქულა ჩაიწერა და ჯგუფში, სადაც აუთსაიდერად ითვლებოდა, პირველ ადგილს იკავებს. მშეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა […]
ევრო 2025 | ნიონში ახალგაზრდული ნაკრების წილისყრა გაიმართა
21-წლამდელთა შორის მომდევნო, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს, ივნისში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს. აქედან ორი წლის შემდეგ გასამართი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატს კი სლოვაკეთი უმასპინძლებს – აღნიშნული ტურნირის შესარჩევი რაუნდის წილისყრა დღეს, ნიონში, უეფას სათაო ოფისში გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევის ჯგუფში – ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდ. მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდი ნაწილი გუნდებისთვის სტარტს მარტში აიღებს, ხოლო ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ციკლში […]
“ასე ხდება როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებ” – პორტუგალიელი გულშემატკივარი მარცხით უკმაყოფილოა
დღეს სტარტი აიღო ევროპის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ვიცე-ჩემპიონმა პორტუგალიამ წარუმატებლად დაიწყო. საქართველოსთან უპირობო ლიდერად შერიცხულმა რუი ჟორჟეს გუნდმა შეხვედრა 2:0 დათმო. გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებს პორტუგალიელებმა ვერ უპასუხეს და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ. ბუნებრივია, რომ გულშემატკივარი აღნიშნული შედეგით ძალიან უკმაყოფილოა და ამას სოციალურ ქსელეში არც მალავს. შეხვედრის დასრულების […]
პორტუგალიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, ცნობილია. პორტუგალიის ნაკრები, რომელიც A ჯგუფში, მასპინძელი საქართველოს, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა. პორტუგალიელთა შემადგენლობაში ისეთი ვარსკვლავები იქნებიან, როგორებიც “არსენალის” ფეხბურთელები – ნუნო ტავარეში (იჯარით “მარსელში” მყოფი) და ფაბიო ვიეირა არიან. ასევე “პსვ”-ს ფორვარდი […]
ბელგიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, ცნობილია. ბელგიის ნაკრები, რომელიც A ჯგუფში, მასპინძელი საქართველოს, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა. ბელგიელთა შემადგენლობაში ისეთი ვარსკვლავები იქნებიან, როგორებიც “მილანის” ფეხბურთელები – შარლ დე კეტელარე და ასტერ ვრანქსი არიან. ასევე “პსვ”-ს ფორვარდი – იოჰან […]
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსი 2:0 დაამარცხა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ჩვენი მხრიდან გოლების ავტორები წიტაიშვილი და ხვადაგიანი გახდნენ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მარტში, თურქეთის ქალაქ ბელეკში, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს გიორგი გულიაშვილის გოლით – 1:0 სძლია. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი […]