UFC: მერაბ დვალიშვილმა ტერიონ ვეარი დაამარცხა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე ტერიონ ვეარს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ რინგზე ქართული დროშა ააფრიალა. იხილეთ ბრძოლის საუკეთესო მომენტები დვალიშვილის მეტოქე, ტერიონ ვეარი საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენია – მას კარიერაში 25 ბრძოლიდან 17 გამარჯვება აქვს მოპოვებული. დვალიშვილმა რინგზე გასვლის წინა დღეს ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი დიდი მოტივაცია […]
ცნობილია, თუ რა რაოდენობის თანხა გამოიმუშავა UFC-ს ქართველმა ქალმა მებრძოლმა კანადელთან ბრძოლაში
შაბათს, 7 სექტემბერს, შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში კანადელ – სარა მორასს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ლიანა ჯოჯუამ კანადელ მეტოქესთან მარცხის შემდეგ 15 900 დოლარი გამოიმუშავა.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა!
მერაბ დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა. ქართველმა მებრძოლმა მე-15 ადგილიდან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში, ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლეა. ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის (BANTAMWEIGHT) საუკეთესო მებრძოლებს შორის, მერაბ დვალიშვილი მოხვდა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა შეძლო. მერაბ დვალიშვილს TAKEDOWN-ების ერთ-ერთი საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს (7.8) და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საუკეთესო 15 მებრძოლს შორის დამსახურებულ ადგილს იკავებს. […]
რომან დოლიძემ განმარტა, თუ რატომ საუბრობს რუსულად
UFC-ს ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე გულშემატკივრებს განუმარტავს, თუ რატომ საუბრობს ვიდეომიმართვებში რუსულად. ჩემი მისამართით ხშირია შეკითხვა თუ რატომ ვსაუბრობ რუსულად, რასაც ასევე მოყვება კომენტარი რომ ეს მტრის ენაა. ჩემი პასუხი ყოველთვის არის მტკიცე – უპირველეს ყოვლისა, პატივს ვცემ ყველა ეროვნებას და კულტურას, მჯერა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომლის ხალხს ომი სურს. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს პოლიტიკისა და […]
MMA-ის მებრძოლის საშინელმა ტრავმამ ინტერნეტ სივრცე მოიცვა | VIDEO
ტრავმები MMA-სთვის უცხო არ არის. არაერთხელ გვინახავს გახეთქილი წარბი, მოტეხილი ფეხი ან ხელი, მაგრამ რასაც ახლა იხილავთ ალბათ ნამდვილად გაგაოცებთ. მებრძოლი ბლეიკ პერი სოციალურ ქსელში პოპულარული მისმა ცხვირმა გახადა. მეორე პროფესიონალური ბრძოლის დროს, ბლეიკს მეტოქე მარსელ მაკკეინისგან ძლიერად მოხვდა მუხლი ცხვირში. ტაინალდური კრივის კლასიკური დარტყმის შემდეგ პერის ცხვირმა S ფორმა მიიღო. საშინელი ტრავმის მიუხედავად მებრძოლს […]
ლეგენდარულმა ჟოზე ალდომ საბრძოლო კარიერა დაასრულა
ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მებრძოლმა ჟოზე ალდომ MMA-ის კარიერა დაასრულა. “რიოს მეფემ” ეს გადაწტყვეტილება ცოტა ხნის წინ ამცნო საზოგადოებას. ბოლო ბრძოლა ჟოზემ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც დამარცხდა. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, მერაბმა ერთ-ერთ Youtube არხზე გაამხილა, რომ ბრაზილიელმა უთხრა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ღარიბ უბანში დაბადებულმა ალდომ მოზარდობისას დაიწყო საბრძოლო ხელოვნების დაუფლება. მისი დებიუტი ოქტაგონზე 17 […]
ჩენდლერს მაკგრეგორთან დაპირისპირება ქვესაშუალო წონაში სურს
UFC 274-ზე ტონი ფერგიუსონთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩენდლერმა კონორ მაკგრეგორი ბრძოლაში გამოიწვია. ჩენდლერს სჯერა, რომ მაკგრეგორი არის ყველაზე დიდი, ყველაზე ცუდი და ყველაზე საშიში საშუალო წონით კატეგორიაში. ამერიკელს სურს ამ გამოცდის ჩაბარება და ამავდროულად აღიარებს, რომ მისთვის წონის შეცვლა რთულია. მაკგრეგორთან ჩხუბზე საუბრისას მაიკლმა თქვა: ”ის ახლა ძალიან დიდი ჩანს. მასთან სიამოვნებით ვიბრძოლებდი 77 კილოში. […]
“შენივე ხალხის წინაშე დაგადუმებ” – მოვსარ ევლოევი თოფურიას მიმართავს
ქართველი UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. “ელ მატადორმა” ესპანელ გულშემატკივარს აცნობა, რომ შესაძლოა ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ბრძოლის საღამო ესპანეთშიც გამართოს. როგორც იცით, ილია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და ბრძოლებისთვის მოსამზადებელ პერიოდს სწორედ იქ გადის. ქართველი ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივ გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს. ზემოხსენებულ პოსტს მოვსარ […]
UFC-ის კომენტატორი და MMA-ს ექსპერტი ჯონ ანიკი თვლის, რომ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში, ისრაელ ადესანიასთვის რომან დოლიძე საპირწონე მეტოქე იქნებოდა. “დოლიძისა და ვეტორის დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ UFC 286-ზე შედგა. ახლო ბრძოლა იყო. ვფიქრობ, რომ ვეტორიმ მოიგო, მაგრამ ბევრს საპირისპირო აზრი აქვს. დოლიძეს რომ მოეგო, ის ახლა საუკეთესო სამეულში იქნებოდა. მოგების შემთხვევაში სწორედ ის იქნებოდა ადესანიას […]
24 წლის ხაბიბის პირველი ბრძოლა UFC-ში. (ვიდეო)
ხაბიბ ნურმაგომედოვმა სადებიუტო შეხვედრა UFC-ში 2012 წლის 20 იანვარს კამალ შალორუსთან გამართა.
ნურმაგომედოვის მწვრთნელი: “კონორის გამარჯვებით მოხარული ვარ”
მსუბუქ წონაში, UFC-ის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა რიზვან მაგომედოვმა თქვა, რომ ის გახარებული იყო, როცა კონორ მაკგრეგორმა, რომელსაც რუსთან ხანგრძლივი მტრობა აქვს, დავიდ სერონი დაამარცხა. “მოხარული ვარ, რომ მან მოიგო. ვინც რა არ უნდა თქვას, ფაქტია, რომ კონორი ზოგადად სპორტს და კერძოდ ამ სახეობას პოპულარულს ხდის. სპორტული კუთხით, ამ გამარჯვებას მნიშვნელოვანს ვერ ვუწოდებ, რადგან სერონი […]
მაკგრეგორი ხაბიბის ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 254-ის ივენთზე ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა. ბრძოლაში გამარჯვება 32 წლის მებრძოლმა ძალიან ემოციურად აღნიშნა, მან თავისი ბოლო გამარჯვება გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ბრძოლის შემდგომ კომენტარში კარიერის დასრულების შესახებაც გააკეთა განცხადება. “ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. მამაჩემის გარეშე აქ აღარ დავბრუნდები, როცა UFC დამიკავშირდა ჯასტინთან დაკავშირებით, სამი დღე განვიხილავდი ამ […]