კონორ მაკრეგორი UFC-ში ბრუნდება – ირლანდიელ მებრძოლს ოქტაგონზე 2020 წლის 18 იანვარს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე ვიხილავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაკრეგორმა განცხადება მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება ირლანდიელი მებრძოლი. “ვინ იქნება ჩემი ოპონენტი? UFC-ის ხელმძღვანელობას კითხეთ, ჩემთვის სულერთია,” განაცხადა მან. მაკგრეგორის განცხადებით, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის ძალიანს საინტერესო ბრძოლა გაიმართება. […]