შვედეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც წლის პირველი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში, “ფრენდს არენაზე”, ადგილობრივ ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. ვილი სანიოლისთვის “ჯვაროსნების” მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. უეჭველია, რომ ფრანგ სპეციალისტს თავის გართმევა რთული მისიისთვის მოუწევს,. თუმცა 1 კვირის განმავლობაში შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებთან გაჯიბრებაზე მნიშვნელოვანი, ისტორიის უმნიშვნელოვანეს მატჩში […]
ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებს ვერ დაეხმარება – იძულებითი ცვლილება ეროვნულ გუნდში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვერ შეუერთდება. 28 წლის შემტევის ნაცვლად, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში უნგრული “უიპეშტის” მარცხენაფლანგელ გიორგი ბერიძეს უხმო. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია […]
გიორგი ჩაკვეტაძე: “აღარაფერი მაწუხებს, თავს კარგად ვგრძნობ”
გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ვარჯიში ინდივიდუალურად, საქართველოში დაიწყო, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ ის თავს კარგად გრძნობს და ახალი სეზონისთვის ემზადება. გამოჯანმრთელება “ჩემი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. “დინამო თბილისის” ბაზაზე ინდივიდუალურად, ბელგიელ მწვრნელთან ერთად ვვარჯიშობ, რათა შემდეგი სეზონისთვის მზად ვიყო. თბილისში 12 ივნისამდე ვიქნები, შემდეგ ბელგიაში გავემგზავრები და გუნთან ერთად საწვრთნელ პროცესში […]
ვილი სანიოლი: “თუ ყველა მატჩში იგივე სულისკვეთება არ გვექნება, რაც კოსოვოსთან, მაშინ არაფერი გამოვა”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბერში გასამართი ორი შეხვედრის წინ, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “ჩვენ ყოველდღე ვკამათობთ შემადგენლობის შერჩევაზე. ფეხბურთი რომ მხოლოდ სიაში მოხვედრას გულისხმობდეს, მაშინ მე და ჩემი საჭირო არ ვიქნებოდით, ეს უფრო მომცველობითი სამუშაოა, ვიდრე ეს მხოლოდ ფურცელზე გვარების ჩამოწერაა. ვცდილობ ვიყო სამართლიანი და გადაწყვეტილებებს როგორც […]
ვილი სანიოლი: “სექტემბერში უფრო ძლიერები დავბრუნდებით…”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებთან ფრედ 0:0 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა – ვილი სანიოლიმ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან დღევანდელი მატჩი შეაფასა. “4 ტურის შემდეგ ჩემი რეზიუმე დადებითია, 10 ქულას 4 ტურის შემდეგ არავინ მოელოდა. ცუდია, რომ დღეს 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა სექტემბერში უფრო […]
ვილი სანიოლი: “საქართველო ოცნების ასრულების გზაზეა და ამ მიმართულებით გლაზგო სწორი დანიშნულების ადგილია”
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “კვიპროსი მეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. ვფიქრობ, პრობლემა იყო, რომ შემტევი ტიპის ფეხბურთელები დაცვაში აქტიურად არ მოქმედებდნენ. გუნდში ბალანსი ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ალბათ უყურეთ საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩს, თუმცა […]
ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ფურია როხას შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად “ფურია როხას” წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს – 1:0 ვაჯობეთ. […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
ვილი სანიოლი: “ფოკუსირებული არა შედეგზე, არამედ იმაზე ვართ, თუ რას ვაკეთებთ მოედანზე”
25 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ესტუმრებიან და ქალაქ ზენიცაში ამხანაგური მატჩის ეგიდით დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბოსნიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “გასულ წელს, მარტში, როდესაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, გარკვეული ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი 3-4 თამაში საკმაოდ კარგი […]
4 საფეხურით წინ – საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა. სექტემბრის სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, FIFA-მ განახლებული რეიტინგი 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 82-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის თვეში ორი ოფიციალური მატჩი გამართა და ორივე მათგანში გამარჯვებას მიაღწია. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას – […]
ვილი სანიოლი: “დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, ამის გარეშე ვერაფერს შეცვლი”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუს ამონარიდებს აქვეყნებს. “ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურს. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი […]