სანიოლი: “იხილავთ გუნდს, რომლითაც ქვეყანა იამაყებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰატაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბურჯანიასთან ერთად პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის […]
ვილი სანიოლი: “დიდი დანაკლისი გვქონდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ეროვნულ გუნდთან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 0:1 წააგო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა. “ვიცით, რომ ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, სადაც ბევრი კარგი გუნდია. მიუხედავადა ამისა, გვსირს არ ვიყოთ აუტსაიდერები და უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ. შეტევის […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
ვილი სანიოლი: “ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, რუბინის განცხადების მიუხედავად, ის ნაკრებს ვერ დაეხმარება “
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, და “ბათუმი არენაზე” ისტორიაში პირველ შეხვედრას გამართავს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “სატრანსფერო ფანჯრის შეფასება ამ მომენტში არ შემიძლია, რადგან ის სულ ახლახანს დაიხურა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ კლუბში გადავიდნენ, მაგრამ უნდა დავიცადოთ […]
ვლადიმერ მამუჩაშვილი: “არც ვფიქრობდი, რომ ნაკრებისკენ წინ ნაბიჯი გადავდგი”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულებს შორის 5 დებიუტანტი მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილია. აჭარული კლუბის მე-17 ნომერს Live.ge დაუკავშირდა და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შესახებ ესაუბრა. “საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი ემოციები გაგვიზიარა. “რაც შეეხება მოლოდინს, თავიდან ვიცოდი, რომ […]
სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის 26-კაციანი სია ასე გამოიყურება: “ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.
Sky Sports: ტოტენჰემი კვარაცხელიას დამატებას შეეცდება, ქართველს მანჩესტერ სიტიც აკვირდება
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრიტანული მედია და ინგლისელი ჟურნალისტები სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის “ტოტენჰემში” შესაძლო ტრანსფერზე. როგორც ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული და არამხოლოდ ბრიტანული გამოცემა, Sky Sports-ი წერს, “დეზები” ქართველი ფეხბურთელის დამატების საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ და მათი მიზანია, რომ სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე კიდევ ერთი ვინგერის დამატება მოახერხონ. ამ […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეროვნული გუნდი 2021 წელს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მეტოქის არენაზე, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. “ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი […]
“ინგლისურად საუბრობ?” – “შენზე კარგად”: კვარაცხელიას, სანიოლის და ოქრიაშვილის სახალისო დიალოგი სოციალურ ქსელში
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს სახალისო დიალოგი ჰქონდათ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პოსტს მოჰყვა. ყაზანის “რუბინის” ფლანგის შემტევმა ინგლისურ ენაზე Instagram-ში დაწერა, რომ საკუთარი მიზნები მაღალ დონეზე უნდა დავაყენოთ, რაზეც ეროვნული გუნდის მეათე ნომერმა ასევე ინგლისურად დააკომენტარა და ხვიჩას ჰკითხა ამ ენაზე საუბარი თუ შეეძლო, ვილი სანიოლის პასუხი კი კიდევ უფრო სახალისო იყო – “უკეთესად, ვიდრე შენ” […]
ჟორჟინიო ვაინალდუმი: “ქართველი ნახევარმცველების განლაგებამ ცენტრში ზეწოლა და სივრცეების ათვისება გაგვიიოლა”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “მფრინავი ჰოლანდიელების” კაპიტანმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდის შესახებ ისაუბრა. “შოტლანდიის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომები ახლა გამოვასწორეთ. იყო ეპიზოდები, რომელშიც შევცდით და მეტოქემ ამით შანსი მიიღო, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელმა ყველაფერი გაანალიზა და არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა. ისინი თამაშობდნენ ჩამშლელი ნახევარმცველით და ორი […]
ვილი სანიოლი: “წარმატებისთვის ახალ პროექტში 100%-ით ჩართული ფეხბურთელები გვჭირდებიან – დღეს ბოლომდე ასე არ იყო”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრება და ამხანაგური მატჩები შეაფასა. “ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა […]
ფრანკ დე ბური: “საქართველოს სათამაშო სქემამ გამაკვირვა”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც ჩვენი გუნდის ძალებზეც ისაუბრა. “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან რამდენიმე ნათელი წერტილი დავინახე, როგორც ბურთის ფლობისას, ისე მის გარეშე ყოფნის დროს. კარგია ისიც, რომ ფლანგებზე […]