ვილი სანიოლი “მხოლოდ ნიჭით ვერაფერს მოიგებ, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვაქვს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ბათუმი არენაზე”, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხის (0:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, შეხვედრა შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. “იმ ყველაფრით, რაც მოედანზე მოხდა, იმედგაცრუებული ვარ. საწყისი 25 წუთის განმავლობაში, აგრესიულობის, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვქონდა, ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მაღალი დონის ფეხბურთი მხოლოდ […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ რაზგრადში, “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 🔥 და აი ისიც – #მატჩისდღე 🇬🇪 ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად ბულგარეთში ვითამაშებთ ! 📺 22:45, პირდაპირი რეპორტაჟი – 1 არხი #მევარსაქართველო საინტერესოა, რაზე საუბრობს ბულგარული მედია მატჩის წინ, […]
ვილი სანიოლი: “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი”
საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, ნორვეგიასთან შინ ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა. “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი. პირველი 20-25 წუთი საშინელება იყო. ხშირად ვკარგავდით ბურთს. ნელ-ნელა ამის შეცვლას ვცდილობდით. მეორე ნახევარში მთლიანი სისტემა შევცვალეთ. ცენტრალური მცველის შეცვლამ დიდი სარგებელი მოგვცა. […]
ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – ახალგაზრდა შემტევი ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიხარულო სიახლე გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთის წინააღმდეგ დაეხმარება. ყაზანის “რუბინის” 20 წლის შემტევი შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ვილი სანიოლმა მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო. […]
საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ნაკრები თბილისში არასრული შემადგენლობით საწვრთნელ შეკრებას განაგრძობს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუნდი უკვე ორი დღეა 22 ფეხბურთელით ვარჯიშობს. გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. ოთარ კაკაბაძე თბილისში 26 მაისს ჩამოვა, გიორგი აბურჯანია და გურამ გიორბელიძე ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. ეროვნული ნაკრების დებიუტანტს, სერგო კუხიანიძეს კი დღეს გუნდთან ერთად […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეროვნული გუნდი 2021 წელს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მეტოქის არენაზე, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. “ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი […]
FIFA-ს წლის საბოლოო რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი საუკეთესო შედეგით დაასრულა და ფიფას რეიტინგში 85-ე პოზიცია დაიკავა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 23 დეკემბერს 2021 წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი წინა შედეგთან მიმართებაში 1 საფეხურით დაწინაურდა და საბოლოოდ 85-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს წელიწადი ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ დაუსრულებია, მაშინ “ჯვაროსნებმა” 73-ე ადგილი დაიკავეს. […]
ვილი სანიოლი: “მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს – ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას 26 სექტემბერს ჩაატარებს. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. “მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩი გველის. აქ იმისთვის ვარ, რომ ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო, რადგან მოგება ჩვენთვის მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, […]
სანიოლი პირველი კომენტარი – ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთად დავწერთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ფრანგი სპეციალისტი “ჯვაროსნებს” სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება სანიოლმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “მოგესალმებით, მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეების პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]
რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში?
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ქართველ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერეს. Whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა – ქართველთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა – 8.2 კოეფიციენტი მიიღო, ყველაზე დაბალი შეფასება კი, საბა ლობჟანიძემ და შეცვლაზე შემოსულმა […]
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა და მეორე გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ მატჩი შეაფასა და პირველი ემოციებიც გაამჟღავნა. “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს […]
“შემიძლია ნაკრებში დავბრუნდე” – მერებაშვილი სანიოლის გუნდში თამაშისთვის მზადაა
პოლონური “პობესკიძეს” ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ისაუბრა. “სამწუხაროა, ნაკრებს ასეთ დღეში რომ ვუყურებთ. მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ის იყო, რომ ფეხბურთელები კონკრეტული მატჩისთვის ვერ მოემზადნენ და შესაფერის ფორმაში არ იყვნენ. სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი რამ ჩვენ ხშირად გვემართება. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალ თამაშებამდე დასკვნებს გამოვიტანთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ […]