ვილი სანიოლი: “ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა და მოედანზე ფრის სათამაშოდ არ გავალთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად, თუ ვინმე თვლის, რომ ფავორიტი მაკედონიის ნაკრებია, ეს მე […]
ვილი სანიოლი: “წარმატებისთვის ახალ პროექტში 100%-ით ჩართული ფეხბურთელები გვჭირდებიან – დღეს ბოლომდე ასე არ იყო”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრება და ამხანაგური მატჩები შეაფასა. “ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა […]
ვილი სანიოლი: “წლის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანია და უზბეკეთთან ბევრი ცვლილება არ იქნება”
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამხანაგურად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა დაუპირისპირდეს, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ჩემთვის, შვედეთთან წარმატების მთავარი გასაღები გუნდის სულისკვეთებაა. ასევე, ძალიან კარგად დაცული დისციპლინა. მე სრულფასოვნად ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელებით და მათ მიერ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში განხორციელებული ქმედებებით. შვედეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, […]
ვილი სანიოლი: “ხვალ შვედეთთან პირველი მატჩისგან განსხვავებულად ვითამაშებთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფსრენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ივნისში, სექტემბერსა და ოქტომბერში, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ. როცა, მთავარი მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში ახალ ფეხბურთელებს ცდის, ეს ნორმალურია. ახალი თაობა მოდის და თუ მათ შანსს არ მისცემ, მათი […]
ვილი სანიოლი: “ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, რუბინის განცხადების მიუხედავად, ის ნაკრებს ვერ დაეხმარება “
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, და “ბათუმი არენაზე” ისტორიაში პირველ შეხვედრას გამართავს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “სატრანსფერო ფანჯრის შეფასება ამ მომენტში არ შემიძლია, რადგან ის სულ ახლახანს დაიხურა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ კლუბში გადავიდნენ, მაგრამ უნდა დავიცადოთ […]
ვილი სანიოლი: “ხვიჩას ცუდი ფორმის მიუხედავად ვენდობოდით და მან ეს ნდობა გაამართლა”
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი B ჯგუფში დაგროვილი 7 ქულით და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილით დაასრულა. ბოლო შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრების წინაღმდეგ, ბათუმში ჩაატარა და 2:0 გამარჯვებით დაასრულა. მატჩის შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერეცნია გამართა და როგორც უშუალოდ შეხვედრა, ისე მთლიანად დასრულებული საკვალიფიკაციო პერიოდი შეაფასა. “ზურაბ ხიზანიშვილთან კომუნიკაციას ტექნიკური საშუალებებით ჩვენ […]
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ნორვგეიას დაუპირისპირდება, ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ესპანეთის ნაკრების მიერ ნორვეგიასთან 3:0 გამარჯვება ვფიქრობ დამსახურებული შედეგი იყო. ნორვეგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ცხადია, ხვიჩა ლეო […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები – 4:0 დაამარცხა და ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ ჯგუფში გალიდერდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ვიცოდით, რომ გიბრალტარის ნაკრები ამ ჯგუფში ყველაზე პატარა გუნდია, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა მეტოქეზე. საწყისი და ბოლო 25 […]
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2 წლის ვადით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგმა სპეციალისტმა თავად, sofoot.com-თან ინტერვიუში დაადასტურა. “კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი წლით გამიხანგრძლივეს, რომელიც კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. გადავწყვიტე წელიწადში რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელმა იცოდეს ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი და ფეხბურთელების ხასიათი. […]
ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა?!
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ხმის მიცემის პროცედურაში საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებდნენ მონაწილეობას. ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების […]
ვლადიმერ მამუჩაშვილი: “არც ვფიქრობდი, რომ ნაკრებისკენ წინ ნაბიჯი გადავდგი”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულებს შორის 5 დებიუტანტი მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილია. აჭარული კლუბის მე-17 ნომერს Live.ge დაუკავშირდა და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში გამოძახების შესახებ ესაუბრა. “საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი ემოციები გაგვიზიარა. “რაც შეეხება მოლოდინს, თავიდან ვიცოდი, რომ […]
ზურაბ ხიზანიშვილი: “ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, წინ მთავარი გამოწვევაა და ჯერ ისევ ძიების პროცესში ვართ”
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, შვედეთის წინააღმდეგ (2:0) მოგებულ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს მოედანზე გაუძღვა, Live.ge-ს გადაცემა “სპორტპედიას” ეთერში სტუმრობისას სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან პოზიტიური ნოემბრის თვე შეაფასა. “კარის გაჯახუნება მართლაც კარგად გამოგვდის, შვედეთი საქართველოში 3 ქულისთვის იყო ჩამოსული […]