ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის წარმატებულად ასპარეზობს მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ლადომ ასპარეზობა ირანელი ამირჰოსეინ მაგსოუდის დამარცხებით (7-3) დაიწყო, მერვედფინალში კი თურქ სელაჰატინ კილიჩსალაიანს 6-5 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას რუსი ახმედ ჩაკაევი ელის. პირველი შეხვედრა მარტივად მოიგო 79 კგ წონითი კატეგორიის ფალავანმა, დავით ხუციშვილმა, რომელსაც ანგოლელმა ფრანსისკო […]