ჟოზე: “ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთში გამეფებული რასიზმის შესახებ მწუხარებით ისაუბრა. “როცა ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ძალიან ვწუხვარ. მე მხარს ვუჭერ მმართველი ორგანოების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ. ფეხბურთი მიკრო-საზოგადოებაა, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც მთლიან საზოგადოებას. უნდა ვებრძოლოთ და აღმოვფხვრათ დისკრიმინაციის ყველა ფორმა. ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”,-თქვა “განსაკუთრებულმა”. პრემიერლიგის მე-18 ტურში […]
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალში ნიდერლანდურ არნემის “ვიტესთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რითაც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში (2:1) იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ასევე “ლაციოსთან” გასამართ რომაულ დერბის შეეხო და მეტოქისა და მისი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შესახებ იხუმრა კიდეც. “ცხადია, არ ვარ ბედნიერი იმით, რომ დღეს […]
რომადან ლაციოში – პედრო პრინციპული მეტოქის ბანაკს შეუერთდა
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო როდრიგესი კარიერას “რომადან” თანაქალაქურ “ლაციოში” გააგრძელებს. ესპანელმა ვინგერმა “ჯალოროსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “არწივებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელის მიერ “მგლების” დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს დალაგებული ურთიერთობა არც ლონდონის “ჩელსიში” ჰქონია, პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ კი მხარეებმა ერთად თანამშრომლობის გაგრძელება არ განიზრახეს. […]
როი კინი: მანჩესტერ იუნაიტედი მტირალა ბავშვების გუნდად გადაიქცა
ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელი როი კინი მანჩესტერ იუნაიტედს აკრიტიკებს. მან “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს “მტირალა” ბავშები უწოდა და სატურნირო ცხრილში მძიმე მდგომარეობის ფონზე ჟოზე მოურინიოს წარმატება უსურვა. როი კინმა ინგლისურ პრესასთან “მანჩესტერ იუნაიტედზე” ისაუბრა: “გუნდში არეული სიტუაციაა, ზოგ ფეხბურთელს არ მოსწონს ჟოზე მოურინიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, ხოლო ზოგს კი პირიქით, რაც გუნდში არეულობას იწვევს. ყველაფერი შესაძლებელია, […]
ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ სიტისთან მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბოლო 6 შეხვედრიდან “დეზებმა” 5 წააგეს. “სიტისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ: “რას ვფიქრობ თამაშზე? დასვენებული გუნდი დაღლილ გუნდს ეთამაშებოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, ჩვენ მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ბურთი ძელს მოვარტყით. გოლი რომ გასულიყო, […]
მოურინიო – ბეილის მისვლამდე რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშიც კი ვერ ხვდებოდა
ხანგრძლივი უკმაყოფილების შემდეგ, ბეილი იძულებული გახდა “სამეფო კლუბი” დაეტოვებინა. უელსელი ვარსკვლავი კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და “ტოტენჰემის” მაისური მოირგო. “სპურსის” მთავარმა მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიომ, გარეთ ბეილის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. პორტუგალიელი სპეციალისტი არასდროს ერიდება პირდაპირი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მის ფეხბურთელებს ეხება. გამონაკლისი არც ბეილი აღმოჩნდა, […]
ჟოზე მოურინიომ გერმანული ენის სწავლა დაიწყო
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, გერმანული ენის სწავლა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება Goal.com-თან საუბრისას გააკეთა, რამაც გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოურინიო მიუნხენის “ბაიერნს” ჩაიბარებს. “დიახ, ამჟამად გერმანულ ენას ვსწავლობ. ამისი მიზეზი მარტივია – მე უბრალოდ გერმანული ენა არ ვიცი, ამ დროს კი ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად შემიძლია ლაპარაკი. ეს იმას არ ნიშნავს, […]
“ერთად სიამოვნებით ვმუშაობთ” – ჰარი კეინი ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა
“ტოტენჰემის” ლიდერი ჰარი კეინი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა. “მადლობა ყველაფრისთვის, ბოს. სიამოვნებით ვიმუშავეთ ერთად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენს მორიგ თავგადასავალში“, – დაწერა ინგლისელმა თავდამსხმელმა Twitter-ში. 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ლონდონური გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია 19 აპრილს დადასტურდა. “განსაკუთრებული” “დეზების” თავკაცი 2019 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 86 შეხვედრა […]
ჟოზემ პირველად წააგო – განსაკუთრებულს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია
პრემიერლიგის პირველ ტურში, “ტოტენჰემი” საშინაო არენაზე “ევერტონთან” – 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის კარიერაში სეზონის გახსნითი პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მარცხი განიცადა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გუნდებმა 18 სეზონში 11-ჯერ იმარჯვეს და 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ლუკა დინის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოდან დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური […]
ჟოზე მოურინიომ სახალისო ისტორია გაიხსენა
58 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიომ, წლების წინანდელი ძალიან სახალისო ისტორია გაიხსენა. ისტორია 2007 წელს, ლონდონში მოხდა, როდესაც ჟოზე მოურინიო “ჩელსის” მწვრთნელად მუშაობდა. პორტუგალიიდან ლონდონში, ჟოზე მოურინიომ საკუთარი ძაღლი (იორკშირ ტერიერი) წაიყვანა, რასაც “სკანდალი” მოჰყვა. როდესაც ჟოზე ლონდონში, საკუთარ სახლში, პორტუგალიიდან ახალდაბრუნებული ისვენებდა, კარებზე პოლიციამ დააკაკუნა. ჟოზემ კარები არ გახსნა და საკუთარ ძაღლთან ერთად […]
მოურინიო რეალში ბრუნდება?!
“ლევანტესთან” სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებას ვერ მალავს და ლოპეტეგის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ესპანურ მედიაში გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს. წყაროს მტკიცებით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლოპეტეგის დღეები დათვლილია – მის პირველ შემცვლელად კი სწორედ მოურინიო განიხილება. El Chiringuito-მ ლოპეტეგის პოტენციურ შემცვლელთა შორის – ანტონიო კონტე, სანტიაგო სოლარი და არსენ ვენგერიც […]
მოურინიო: 2012 წელს წაგების გამო პირველად ვიტირე
პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა 2012 წლის მოვლენები. იმჟამად მადრიდის “რეალი” მიუნხენის “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა. ყველას კარგად ახსოვს კადრი, როდესაც მოურინიო მოედანზე დაჩოქილი იჯდა და უყურებდა თუ როგორ აგებდა მისი გუნდი. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა იმ დროინდელი ემოციები გაიხსენა: “როდესაც “ბაიერნთან” დავმარცხდით სასოწარკვეთილი ვიყავი. ცხოვრებაში პირველად წაგების გამო ვიტირე. მაშინ “რეალი” […]