მოურინიო პრესკონფერენციაზე თავის თავს გამოელაპარაკა (ვიდეო)
კითხვა პირველი – სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ელოდებით კიდევ ფეხბურთელის შეძენას? პასუხი – არა მეორე კითხვა – კმაყოფილი ხართ ტრანსფერებით? – დიახ კმაყოფილი ვარ მესამე კითხვა – თავდამსხმელი არ გსურდათ?
მოურინიო: “ერიქსენმა პირველივე დღეს მითხრა, რომ მიდიოდა”
“ტოტენჰემის” დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კრისტიან ერიქსენის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც კარიერის გაგრძელება მილანის “ინტერში” გადაწყვიტა. “ჩვენ ადრევე ვიცოდით, რომ კრისტიანი მიდიოდა. კლუბში მოსვლის პირველივე დღეს მან მითხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა, თუმცა სამომავლო გეგმებზე დეტალურად არ უსაუბრია. მას მერე, რაც ერიქსენის გადაწყვეტილება ნათელი გახდა, მე და კლუბის დირექტორმა დანიელ ლევიმ შექმნილ […]
ტოტენჰემს ტიმო ვერნერი და მარიო გიოტცე სურს
“მილანთან” კშიშტოფ პიონტეკის საკითხზე მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და ახლა “ტოტენჰემი” სხვა შემტევებზე გადაერთო. ცნობილია, რომ ჰარი კეინი აპრილამდე ვერ დაბრუნდება, ამიტომ გუნდს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. “ბილდის” ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომელიც მოურინიოს სურს. მთავარი კანდიდატები ტიმო ვერნერი და მარიო გიოტცე არიან. Update @SpursOfficial: the negotiations to buy Willian José are complicated, that […]
მოძველებული მეთოდები: ფეხბურთელები და უფროსები ჟოზეს ემდურებიან
ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს არ ემადლიერება. ანალოგიური განწყობა აქვს ლონდონური გუნდის ფეხბურთელთა ნაწილს. რაც შეეხება მიზეზს, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ “დეზები” მიჯრით ოთხი მატჩის მოგებას ვერ ახერხებენ, წვრთნის სტილი კი მოძველებული და პრიმიტიულია, რაც სავსებით განსხვავდება გუნდის წინა მესაჭის მაურისიო პოჩეტინოს მეთოდებისგან. 23 ტურის შემდეგ, “ტოტენჰემს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 […]
მწვრთნელები, რომლებმაც კარიერაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს
თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში წარმატების მიღწევა დიდძალი ფულის დახარჯვის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ცხადია, არსებობს ერთეული გამონაკლისებიც, თუმცა ინვესტიციის გარეშე სტაბილურობის შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა. ეს ტენდენცია ჯიბეზე ხელის გაკვრას ბევრ ისეთ მწვრთნელსაც აიძულებს, რომელსაც წარმატების მიღწევა არსებული რესურსითაც შეუძლიათ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ყოველწლიურად სულ მცირე 100 მილიონის დახარჯვას არად აგდებენ. საინტერესოა, იმ მენეჯერების ათეული, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე […]
ლუკაშ მოურამ მოურინიო დაახასიათა
“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა ლუკაშ მოურამ, რომელიც ჰარი კეინის ტრავმის შემდეგ თავდამსხმელის პოზიციას დაუბრუნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. “ეს არის ადამიანი, რომელიც აანალიზებს მეტოქეს და თავის ფეხბურთელებთან ერთად ტაქტიკის განხილვა უყვარს. მას მოსწონს გუნდური მუშაობა, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ კომპაქტურად ვითამაშოთ, ისე, რომ გუნდის ყველა წევრი ჩართული იყოს. ის ჩვენ თავისუფლებას გვანიჭებს, ცდილობს გამოიყენოს ჩვენი […]
იტალიური მედია: შეთანხმება მიღწეულია – ერიქსენი სერია A-ში იანვარში გადავა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი მილანის “ინტერს” საბოლოოდ შეუთანხმდა. 27 წლის ფეხბურთელი “ნერაძურიში” სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გადაბარგდება. პირადი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, იტალიური კლუბი “ტოტენჰემთან” მოლაპარაკებების პროცესზე გადაერთო. სერია A-ს ბინადრები 10 მილიონს იხდიან, მაშინ, როცა ლონდონელების მოთხოვნა სულ მცირე 20 მილიონია. ცნობილია ისიც, რომ ერიქსენი “სან სიროზე” გადაბარგების შემთხვევაში, ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 100 […]
ჟოზე მოურინიომ სელფი თავის თავს გადაუღო (ვიდეო)
გუშინ გაიმართა შეხვედრა “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს” შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა და “მერსისაიდელებს მორიგი გამარჯვება მოუპოვა.” მატჩის დასრულების შემდეგ “სპურსის” გულშემატკივარს, რომელიც გასახდელისკენ მიმავალ ტრიბუნაზე იჯდა, მოურინიოსთან ერთად სელფის გადაღება მოუდა. პორტუგალიელი გაჩერდა რათა გულშემატკივრისთვის სურვილი აესრულებინა, თუმცა ჟოზემ კარგი რაკურსი ვერ შეარჩია და სურათში დიდი ალბათობით მხოლოდ თვითონ […]
ჟოზე მოურინიოს სამი ახალი ფეხბურთელი სურს
პორტუგალიელი მწვრთნელი ცნობილია ტრანსფერების სიუხვით. მოურინიოს სხვადასხვა გუნდებში არაერთი ვარსკვლავი ჰყავს შეძენილი. ხშირად ამ ფეხბურთელების ფასი კოლოსალურია. ჩემპიონთა ლიგის ორ გზის გამარჯვებული თვლის, რომ მის გუნდს გაძლიერება ესაჭიროება. საინტერესოა ამას რამდენად დათანხმდება “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა, რადგან მათი პრიორიტეტი ფეხბურთელებში დიდი თანხების გადახდა არასდროს ყოფილა. პორტუგალიელს პირველ რიგში მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს. კაილ ვოლკერ-პიტერსი ტრავმატულია და […]
კეინმა შემოწმება გაიარა – რა დროს გამოტოვებს ინგლისელი?
“ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჰარი კეინი მოედანზე დაბრუნებას აპრილამდე ვერ მოახერხებს. ინგლისის ნაკრების ლიდერი პრემიერლიგის 21-ე ტურში, “საუთჰემპტონს” წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა. ხელახალი სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ “დეზების” კაპიტანს ოპერაციის ჩატარება სჭირდებოდა, რის გამოც ის თამაშს ხანგრძლივად ვერ მოახერხებს. ამ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 26 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. […]
მოურინიოს ემოციური პასუხი: “შობის დღეს ჩემი ძაღლი მოკვდა”
დღეს “ბოქსინგ დეია”. პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში “ტოტენჰემმა” შინ “ბრაიტონი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობა გუშინ, 25 დეკემბერს აღნიშნა. ჟურნალისტებმა “ტოტენჰემისა” და “ბრაიტონის” შეხვედრის დაწყებამდე ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ როგორ გაატარა მან შობა, პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი კი ძალიან ემოციური გამოდგა: “სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ძაღლი მოკვდა, ის […]
ჟოზე: “ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთში გამეფებული რასიზმის შესახებ მწუხარებით ისაუბრა. “როცა ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ძალიან ვწუხვარ. მე მხარს ვუჭერ მმართველი ორგანოების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ. ფეხბურთი მიკრო-საზოგადოებაა, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც მთლიან საზოგადოებას. უნდა ვებრძოლოთ და აღმოვფხვრათ დისკრიმინაციის ყველა ფორმა. ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”,-თქვა “განსაკუთრებულმა”. პრემიერლიგის მე-18 ტურში […]