პეპ გვარდიოლა საუკუნის მწვრთნელად დასახელდა
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე საუკუნის მწვრთნელად დასახელდა. ამ ნომინაციაში, ესპანელის მთავარი კონკურენტები ჟოზე მოურინიო, იორგენ კლოპი და სერ ალექს ფერგიუსონი იყვნენ. გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც ის “ბარსელონას” მეორე გუნდს წვრთნიდა. ერთი წლის შემდეგ, ესპანელმა “ბლაუგრანა” ჩაიბარა, რასაც “ბარსელონას” აღმასვლა და ოქროს ხანა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მისგან […]
რომას პირველი გოლი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით (ვიდეო)
ბეტისთან მოგების შემთხვევაში, მოურინიო ევროტურნირების რეკორდს დაამყარებს
,,რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, დღეს, ,,ბეტისთან” გამარჯვების შემთხვევაში, მოგებების რაოდენობით ევროთასების რეკორდსმენი გახდება. ახლა პორტუგალიელი სპეციალისტის ანგარიშზე ევროტურნირებზე 106 მოგებაა, ამდენივე გამარჯვება აქვს სერ ალექს ფერგიუსონსაც. ,,ჩემი 106 გამარჯვებით ვამაყობ და როცა 107-ე მატჩს მოვიგებ, არ ვიცი, ეს დღეს მოხდება თუ მომავალ კვირას, ჩემი კარიერით ყოველთვის ვიამაყებ. კარიერის დასრულების შემდეგ, გასახსენებელი ბევრი რამ მექნება, […]
მოურინიომ პოგბას შესახებ განცხადება გააკეთა
“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავკაცმა ისაუბრა მის ურთიერთობებზე პოლ პოგბასთან და ახსნა თუ რატომ ჩამოართვა მას ვიცე-კაპიტნის სამკლავური. მედიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, მოურინიო უკმაყოფილო იყო პოგბას ნეგატიური განცხადებებით გუნდის თამაშთან დაკავშირებით, შაბათს “ვულვზთან” გამართული მატჩის შემდეგ. პარასკევს, “ვესტ ჰემთან” მატჩისწინა პრესკოფერენციაზე მოურიომ განაცხადა – “არ არსებობს კლუბზე დიდი ფეხბურთელი. თუ მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით, ის […]
მანჩესტერის საიტმა დროებით მწვრთნელად სოლსკიაერი გამოაცხადა – ინფორმაცია ვებგვერდიდან მალე გაქრა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი და გუნდის ლეგენდა, ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის დროებით მწვრთნელად ინიშნებოდა, თუმცა ინფორმაცია საიტიდან მალევე გაქრა. სოლსკიაერი “წითელ ეშმაკებში” სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით თამაშობდა. მან 11 სეზონში 126 გოლის გატანა შეძლო. “მანჩესტერის” საიტზე, სადაც სოლსკიაერის ახალი პოსტის შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული, ასევე ნორვეგიელის გამარჯვების გოლს იხსენებდნენ – […]
პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედისათვის” წარუმატებლად დასრულდა. “წითელი ეშმაკების” ფიასკოს შესახებ ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლ პოგბასთან დაპირისპირება არ გამხდარა მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი. მოურინიოს აზრით რეალური პრობლემა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბისაა და მასში თანაბრად არიან დამნაშავეები ფეხბურთელები, მმართველები და ამბიციები. “არა, პოგბა არაფერ შუაშია. გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის […]
ჟოზე: “ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთში გამეფებული რასიზმის შესახებ მწუხარებით ისაუბრა. “როცა ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ძალიან ვწუხვარ. მე მხარს ვუჭერ მმართველი ორგანოების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია რასიზმის წინააღმდეგ. ფეხბურთი მიკრო-საზოგადოებაა, რომელსაც დახმარება აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც მთლიან საზოგადოებას. უნდა ვებრძოლოთ და აღმოვფხვრათ დისკრიმინაციის ყველა ფორმა. ფეხბურთს და საზოგადოებას დახმარება სჭირდება”,-თქვა “განსაკუთრებულმა”. პრემიერლიგის მე-18 ტურში […]
ნდომბელე თავის მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა
ტანგუი ნდომბელე “ტოტენჰემს” 2019 წელს შეუერთდა. ჯერჯერობით ფრანგი ფეხბურთელი ისეთივე ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორსაც ამას “ლიონში” ასპარეზობისას აკეთებდა. ჟოზე მოურინიო ნდომბელეთი უკმაყოფილოა და ამას ღიად აცხადებს. ეს კი “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე ნდომბელე ფიქრობს, ღირს თუ არა დარჩენა “ტოტენჰემში.” “L’Equipe-ზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი განიხილავს სხვა გუნდის შემოთავაზებას. შეგახსენებთ, რომ ნდომბელემ მიმდინარე […]
ლამპარდისა და მოურინიოს შელაპარაკება – რა უთხრა პორტუგალიელმა ფრენკს?
ინგლისის თასის მერვედფინალში “ტოტენჰემმა” “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრაში ლამპარდის გუნდი მე-19 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც ფრენკსა და მოურინიოს შორის შეკამათება დაიწყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ჩელსის” თავკაცს პრემიერლიგის გასული ტურის მატჩი გაახსენა. შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” “ვესტ ბრომვიჩთან” 0:3-ს აგებდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, მწვრთნელებმა ერთმანეთთან საუბარში უსიამოვნო სიტყვები გაცვალეს. “ჯანდაბა, ფრენკ. როდესაც […]
მოურინიოს ღირსეული საქციელი: ჟოზე მეტოქის გასახდელში შევიდა და ტაში დაუკრა (ვიდეო)
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალში ნიდერლანდურ არნემის “ვიტესთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რითაც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში (2:1) იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ასევე “ლაციოსთან” გასამართ რომაულ დერბის შეეხო და მეტოქისა და მისი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შესახებ იხუმრა კიდეც. “ცხადია, არ ვარ ბედნიერი იმით, რომ დღეს […]
“ოსიმენი დროგბას დონეზეა, თუმცა, სიმულაციები უნდა შეწყვიტოს” – ჟოზე მოურინიო
“რომას” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ვიქტორ ოსიმენი დიდიე დროგბას დონის მოთამაშეა. გუშინდელ შეხვედრაში ნეაპოლური კლუბის ნიგერიელმა თავდამსხმელმა მატჩის მე-17 წუთზე კვარაცხელიას გადაცემა გამოიყენა და საკუთარი გუნდი საკმაოდ კარგი გოლით დააწინაურა. სპალეტის გუნდმა “რომა” 2:1 დაამარცხა და მეორეადგილოსანთან უპირატესობა13 ქულამდე გაზარდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ოსიმენის შესახებ ჰკითხეს და ის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლეგენდარულ დიდიე […]