ბერნაბეუს პუბლიკამ გარეთ ბეილს უსტვინა
ამ წუთებში ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩი მიმდინარეობს, სადაც მადრიდის “რეალი” შინ “რეალ სოსიედადს” მასპინძლობს. მარკას ინფორმაციით, სანამ გუნდები სტადიონზე გამოვიდოდნენ დიქტორი განაცხადში მყოფი ფეხბურთელების გვარებს აცხადებდა. როდესაც ჯერი უელსელ ფეხბურთელზე მიდგა, მთელ სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა გაისმა. გულშემატკივარი გარეთ ბეილზე განაწყებულია და ეს ჟესტიც ამაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის ფონზე უელსის ნაკრების ლიდერის გუნდში ყოფნის საკითხი […]
7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
ჟოზე მოურინიო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ფეხბურთელების დაცვით, თუმცა განვლილი წლების განმავლობაში იყო 7 შემთხვევა, როდესაც პორტუგალიელმა საკუთარი ფეხბურთელი მწვავედ გააკრიტიკა. 2004 წელი – ჯო კოული “როდესაც კოულს ერთი გოლი გააქვს, მისთვის თამაში სრულდება და ჩვენ ვრჩებით ათნი. მე თამაშის ბოლომდე მინდორზე 11 კაცი მჭირდება” რიკარდო კარვალიო – 2005 წელი “როგორც ჩანს, კარვალიოს პრობლემები აქვს ჩემი […]
მოურინიო ფეხბურთელებს თავისი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის (ვიდეო)
კომპანია “ამაზონი” “ტოტენჰემის” შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, რომელსაც პრემიერლიგის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ეტაპობრივად, წინასწარი ვიდეოები ვრცელდება, სადაც ფილმის მონაკვეთები ჩანს. ამჯერად, BBC-ის საშუალებით, საინტერესო ვიდეო გამჟღავნდა, სადაც ჩანს, რომ ჟოზე მოურინიო ვარჯიშზე, თავისი გუნდის ფეხბურთელებს, საკუთარი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის. “განსაკუთრებული” ტანგანგასთან მიდის და ეკითხება თუ როგორ უნდა გამოთქვას მისი სახელი სწორად, შემდეგ კი ამბობს, […]
მატჩამდე ორი დღით ადრე ტოტენჰემს შესაძლოა მეტოქე შეუცვალონ
ლონდონის “ტოტენჰემმა” 13 იანვარს პრემიერლიგაში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, თუმცა ტურნირის ხელმძღვანელობამ შესაძლოა “დეზებს” მეტოქე შეუცვალოს. The Athletic-ის ცნობით, პრემიერლიგის მესვეურები განიხილავენ ვერსიას, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ბირმინგემელთა ნაცვლად “ფულემთან” ითამაშოს. ლონდონური დერბი 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კოტეჯელთა ბანაკში აღმოჩენილი კორონავირუსის ინფექციის გამო, მატჩი გადაიდო. ამჟამად, მსგავს მდგომარეობაში უკვე “ვილა პარკის” ბინადრები არიან, […]
მოურინიო რონალდუს იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,თუ ,,იუვენტუსიც” ბედნიერია, რონალდუც და ,,მანჩესტერ იუნაიტედიც”, მაშინ ეს იდეალური გარიგებაა. ვფიქრობ, კრიშტიანუზე საუბარი ზედმეტია. ზედმეტია საუბარი იმაზე, ვინც თამაშობს, იგებს, გოლებს იტანს და 20 წელია ისტორიას ქმნის,” – განაცხადა მოურინიომ. ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი პარასკევს, 27 აგვისტოს, დაადასტურა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” […]
მოურინიო ბენზემაზე: “მისთვის ოქროს ბურთი არაფერს არ ნიშნავს…”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა და ამჟამად “რომას” მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიომ კარიმ ბენზემას ოქროს ბურთის მოპოვება მიულოცა და მასზე ისაუბრა. “კარიმი ფანტასტიკური ბიჭია, იგი შესანიშნავი პიროვნებაა, ის გუნდური მოთამაშეა. ბენზემა არ არის შეპყრობილი საკუთარი თავით, ოქროს ბურთით ან მეტი გოლის გატანით, ვიდრე A, B ან C მოთამაშეები. ის გუნდის/გუნდური მოთამაშეა, რომელიც საკუთარი გუნდისთვის იმდენად ბევრს აკეთებს, […]
კარაგერი: “მოურინიოს სეზონის დასრულებამდე გააგდებენ”
“ლივერპულის” ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია: “ჟოზე გუნდს მომავალ წელს არ გაწვრთნის და დიდი შანსია, რომ იგი სეზონის დასასრულამდე გააგდონ”, – აღნიშნა მან. Sky Sports-ის ამჟამინდელი ანალიტიკოსის განცხადებით, ჟოზეს ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩებში “ვალენსიასა” და “ნიუკასლის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, “მანჩესტერი” ოლდ […]
სახალისო რეაქციები მოურინიოს გაშვების შესახებ (ფოტო/ვიდეო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გავლეანიანი ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღმა, სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა სტატუსებიც ვრცელდება. გულშემატკივართა უმრავლესობა კმაყოფილია “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. მათი ნაწილი საკმაოდ სახალისო და ორიგინალური მეთოდით გამოეხმაურა მოურინიოს დასჯას. “იუნაიტედის გულშემატკივრები, რომელთაც როგორც იქნა მოურინიოს გაშვება გაიგეს.” United fans hearing Mourinho […]
მოურინიო: “რა მოუვა ბარსელონას, როდესაც მესი გუნდიდან წავა?”
მოურინიოს ემოციური პასუხი: “შობის დღეს ჩემი ძაღლი მოკვდა”
დღეს “ბოქსინგ დეია”. პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში “ტოტენჰემმა” შინ “ბრაიტონი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობა გუშინ, 25 დეკემბერს აღნიშნა. ჟურნალისტებმა “ტოტენჰემისა” და “ბრაიტონის” შეხვედრის დაწყებამდე ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ როგორ გაატარა მან შობა, პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი კი ძალიან ემოციური გამოდგა: “სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ძაღლი მოკვდა, ის […]
რეალმა ჭორები უარყო – ბრაზილიელი კლუბში რჩება
ედერ მილიტაოს მადირიდის “რეალში” გადასვლიდან 1 წელიც არაა გასული, თუმცა “სამეფო კლუბიდან” მისი წასვლის შესახებ უკვე იწერება. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს. იგი ზინედინ ზიდანისთვის სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის შემდეგ მესამე არჩევანია, თუმცა ნაჩო ფერნანდესთან შედარებით უპირატესი. თებერვლიდან მოყოლებული არსებობს ჭორები, რომ მილიტაოს გადაბირება ჟოზე მოურინიოს […]
მანჩესტერმა რომერო განაცხადში არ შეიყვანა და არც შეატყობინა – არგენტინელმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო
“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2020/21 წლების სეზონის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის განაცხადი შეადგინა, რომელშიც სერხიო რომეროს ადგილი არ მოიძებნა. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ არგენტინელმა მეკარემ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს გოლკიპერისთვის ეცნობებინათ, რომ მას მთელი სეზონის განმავლობაში, მთავარ ტურნირებზე თამაში არ მოუწევდა. რომერო პრემიერლიგურ კლუბს 2015 წელს, იტალიური […]