ჟოზე მოურინიო: “ჩემი მეთოდები შეუდარებელია”
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში “ვესტ ჰემმა” ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “დეზებმა” პრემიერ ლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 5 წააგეს, მიუხედავად ასეთი წარუმატებელი სერიისა “ვესტ ჰემთან” წაგებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა უარყო მოსაზრება, რომ მას მიდგომების და საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლა სჭირდება. “ვესტ ჰემთან” განცდილი მარცხის შემდეგ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 9 […]
გვარდიოლა სიტიში ჰარი კეინს ითხოვს
ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა მოსთხოვა. ბრიტანული გამოცემის თანახმად, პეპ გვარდიოლამ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერისას, ერთ-ერთ პირობად ჰარი კეინის შეძენა წააყენა. გარდა იმისა, რომ სერხიო აგუერო ტრავმირებულია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არგენტინელი 32 წლისაა, კეინის შეძენა კი ერთგვარ გრძელვადიან პროექტად შეიძლება განვიხილოთ: 27 წლის ინგლისელის შედეგიანობა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებს. […]
“იქნებ, მოურინიო ექიმია?”- გვარდიოლა
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” და პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” შეხვდებიან. ამ ორი სპეციალისტის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი პრინციპული მეტოქეობის გამო. განსაკუთრებული დაძაბულობა პეპსა და ჟოზეს შორის მათი ესპანეთში მუშაობის პერიოდში იგრძნობოდა, როცა გვარდიოლა “ბარსელონას”, ხოლო მოურინიო “რეალის” მთავარი მწვრთნელი იყო. რასაკვირველია, “ელ კლასიკოს” დაძაბულობა არასდროს აკლდა, მაგრამ ამ ორი […]
სონი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა
“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა “დეზებს” “ბარნლის” კარში გატანილი ერთადერთი გოლით მორიგი 3 ქულა მოუტანა და პირად აქტივში საოცარი სტატისტიკური მაჩვენებლები შეიტანა. 28 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 6-ზე მეტი გოლი გაიტანა თავისი კლუბის პირველ სამ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. სონს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 8 გატანილი გოლი აქვს, […]
ფირმინომ ტოტენჰემს ისევ გაუტანა – ლივერპული დაწინაურდა (ვიდეო)
მოურინიო: “კეინი ყველა შესაძლო რეკორდს დაამხობს”
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში “ტოტენჰემმა” “ვესტ ბრომვიჩს” უმასპინძლა და ზედიზედ წაგებული 3 შეხვედრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ “დეზებს” ჰარი კეინი დაუბრუნდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდგომ კომენტარში ჟოზე მოურინიომ ჰარი კეინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ინგლისელი ფორვარდი “ტოტენჰემის” […]
გვარდიოლასა და მოურინიოს ყველაზე რთული მეტოქეები
ესპანელი და პორტუგალიელი სპეციალისტები ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ გამორჩეული მწვრთნელები არიან. ორივე მათგანს უამრავი ტიტული აქვს მოგებული საკუთარ გუნდებთან ერთად და მათ მიერ გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის იყვნენ გამორჩეულები ევროპაში. გვარდიოლას ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი მის პირველ გუნდს “ბარსელონას” უკავშირდება. პეპმა 4 წლის განმავლობაში ბარსასთან ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაც. მისი “ბარსელონა” უბრალოდ შეუჩერებელი […]
პსჟ-ს ერიკ ბაილის შეძენა სურს
24 წლის ცენტრალური მცველის, ერიკ ბაილის შეძენა პარიზულ გრანდს სურს. ბაილის, რომელიც “იუნაიტედმა” ესპანური “ვილიარეალიდან” €38 მილიონად შეიძინა, ამჟამად გუნდში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და ამასთან, კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი არცთუ სახარბიელო ფორმაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში ბაილიმ “მანჩესტერის” მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა მინდორზე იგი საშუალოდ 54 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბაილის შეძენა არამარტო “პსჟ-ს”, არამედ […]
ჟოზე მოურინიო: “ლუკ შოუმ კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსახურა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდის გადაწყვეტილებით კმაყოფილია – გუნდმა ლუკ შოუს კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივა. “ლუკ შოუმ ეს კონტრაქტი დაიმსახურა. ის ვარჯიშზე ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობს და მოგებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდაა, მას უკვე საკმარისი ნდობა აქვს მოპოვებული და რაც მთავარია, აქვს განვითარების დიდი პერსპექტივა. მიხარია რომ ჩემს გუნდში ინგლისელი ტალანტი თამაშობს, […]
ჟოზე მოურინიო: “ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებითა და სიმშვიდით”
ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემი” ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელია. პირველ ტურში “ევერტონთან” განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი დაუმარცხებელია, პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში “დეზებმა” 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით “ტოტენჰემს” ყველაზე ცოტა – 9 გოლი აქვს გაშვებული, რაც დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს. 2020-21 წლების საკმაოდ შთამბეჭდავად დაწყების გამო […]
კარაგერი: “მოურინიოს სეზონის დასრულებამდე გააგდებენ”
“ლივერპულის” ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია: “ჟოზე გუნდს მომავალ წელს არ გაწვრთნის და დიდი შანსია, რომ იგი სეზონის დასასრულამდე გააგდონ”, – აღნიშნა მან. Sky Sports-ის ამჟამინდელი ანალიტიკოსის განცხადებით, ჟოზეს ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩებში “ვალენსიასა” და “ნიუკასლის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, “მანჩესტერი” ოლდ […]
ჟოზემ პოგბას უპასუხა: ,,ჩემთვის სულერთია, რას იტყვის ის”
ლონდონის ,,ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას, კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სოლსკიაერი, ჟოზესგან განსხვავებით, საკუთარი ფეხბურთელის წინააღმდეგ არასდროს წასულა. ,,მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის სულერთია, რას ამბობს პოლ პოგბა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს,” – მოურინიოს სიტყვებს independent-ი ციტირებს. მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედში” 2016-2018 წლებში მუშაობდა. ,,წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა, […]