ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელები და მწვრთნელები
თანამედროვე ფეხბურთსი სპორტსმენების ანაზღაურება კოლოსალურ თანხებს აღწევს. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. 8. კილიან მბაპე – 1.9 მილიონი ევრო თვეში 7. ედენ აზარი – 2.5 მილიონი ევრო თვეში 6. გარეთ ბეილი – 2.5 მილიონი ევრო თვეში 5. ლუის სუარესი – 3 მილიონი ევრო თვეში 4. ანტუან გრიზმანი – 3 მილიონი ევრო […]
არიენ რობენის კვალდაკვალ: ვესლი სნეიდერმა კარიერა განაახლა
ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა, 36 წლის ასაკში კარიერის განახლება გადაწყვიტა. მისი ყოფილი თანაგუნდელის და თანამემამულის არიენ რობენის კვალდაკვალ, სნეიდერიც მშობლიურ ჩემპიონატში ითამაშებს, ის “უტრეხტის” მაისურს მოირგებს. რაც შეეხება რობენს, ისიც ჰოლანდიის ერედივიზიონში, “გრონიგემის” შემადგენლობაში ითამაშებს. სნეიდერი ქალაქ უტრეხტშია დაბადებული. უცნაურია, მაგრამ მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში, მას ამ ქალაქის გუნდში არასდროს უთამაშია, როგორც ჩანს, მან ფეხბურთიდან წასვლა […]
ჟოზე თავის სტიქიაშია: მოურინიოს ირონიული ჟესტი არსენალთან მატჩისას (ვიდეო)
პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც “რეალის” პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული. “რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს […]
UEFA-მ მოურინიოს ბრალი წაუყენა
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პორტუგალიელ სპეციალისტს ბრალი წაუყენა. UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი მოურინიოსთვის სასჯელის დაწესების შესახებ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს. საქმისწარმოების დაწყების მიზეზი, UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში მომხდარი ინციდენტი გახდა. განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პორტუგალიელმა ენტონი ტეილორთან დაპირისპირება მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც […]
პოგბას შემცვლელი მანჩესტერში? – „სჯობს დაურეკოთ სოლს“
მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხედ, დასავლური სპორტული მედია ჟოზე მოურინიოსა და პოგბას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობასთან დაკავშირებით იუწყება. პოგბას წასვლის საკითხი უკვე მოძველებული თემაა – საინტერესოა, თუკი ფრანგი „ოლდ ტრაფორდიდს“ მართლა დატოვებს, ვინ ჩაანაცვლებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს? ესპანური AS წერს, რომ პოგბას წასვლის შემთხვევაში, მოურინიო “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, საულ ნიგესის შეძენას მოისურვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 8 […]
ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი მანჩესტერში?
მსოფლიო პრესაში მითქმა-მოთქმა არ წყდება, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” არაერთი მოქმედი თუ უმუშევარი მწვრთნელი დაუკავშირეს, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი ასისტენტი, მაიკ ფელანი მზადაა დროებით მწვრთნელს სეზონის ბოლომდე დაეხმაროს და ამჯერად მაიკლ კერიკის ასისტენტი გახდეს, რომელსაც წლების განმავლობაში წვრთნიდა. მაიკ ფელანი სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ 5 […]
2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები
ინგლისურმა მედიამ 2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ტოპ ხუთეული გამოაქვეყნა. Givemesport-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელფასს, 41 მილიონ ევროს მწვრთნელებში მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი, დიეგო სიმეონე იღებს. არგენტინელის შემდეგ 31 მილიონით მოდის ჟოზე მოურინიო, რომელსაც “იუნაიტედმა” გათავისუფლების შემდეგ კონპენსაციის სახით 15 მილიონი გადაუხადა. მე-3 ადგილს იკავებს ტიერი ანრი, (25.5) რომელმაც “მონაკოში” სულ რაღაც 3 თვით […]
სოკლსკიაერი: “ჭორებს არ ვუსმენ, სანერვიულო არაფერი მაქვს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერამა ინგლისური კლუბიდან მისი დათხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ტყუილი უწოდა. “კარგად ვარ. კლუბში დისკომფორტს ვერ ვგრძნობ. სიცილით ვკითხულობ ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციას. ვიცი, რომ რასაც პრესაში წერენ, უმეტესად სიმართლეს არ შეესაბამება და გაბუქებული სიცრუეა, ამიტომაც მათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სანერვიულო არაფერი მაქვს. ჩემს საქმეზე ორიენტირებული ვარ და ხელმძღვანელებთან ერთად […]
მოურინიო ტოტენჰემის ფეხბურთელებს ლონდონის პარკში ავარჯიშებს (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში ჟოზე მოურინიოსა და “ტოტენჰემის” სამი ფეხბურთელის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა. პორტუგალიელი სპეციალისტი “სპურსის” ფეხბურთელებს ჩრდილო-ლონდონის პარკში ავარჯიშებს. გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – თვითიზოლაციის წესებისა და სოციალური დისტანციის დარღვევის გამო, მოურინიო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მოურინიომ დევიდსონ სანჩესი, რაიან სესენიონი და ნტანგი ნდომბელე სოციალური დისტანცირების წესების უგულვებელყოფით, ჩრდილო-ლონდონის ერთ-ერთ პარკში ავარჯიშა. Spurs players have been […]
ჟოზემ პირველად წააგო – განსაკუთრებულს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია
პრემიერლიგის პირველ ტურში, “ტოტენჰემი” საშინაო არენაზე “ევერტონთან” – 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის კარიერაში სეზონის გახსნითი პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მარცხი განიცადა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გუნდებმა 18 სეზონში 11-ჯერ იმარჯვეს და 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ლუკა დინის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოდან დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური […]