“მეტი პატივისცემა ჟოზეს” – მაურისიო სარიმ მოურინიო დაიცვა
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, მაურუსიო სარის მოსაზრებით, უამრავი არაერთი მნიშვნელოვანი სამწვრთნელო წარმატების ფონზე, ჟოზე მოურინიო მეტ პატივისცემას იმსახურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სარიმ განცხადება “მანჩესტერთან” შეხვედრის (2:2) შემდეგ გააკეთა. მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედს” არასახარბიელო შედეგები აქვს – პრემიერლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში “წითელმა” ეშმაკებმა მხოლო 4 მატჩის მოგება შეძლეს, 2-ჯერ ფრე ითამაშეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გუნდმა […]
ჟოზე მოურინიომ ჩელსის სამწვრთნელო შტაბს შეუტია (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო: “ლუკ შოუმ კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსახურა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდის გადაწყვეტილებით კმაყოფილია – გუნდმა ლუკ შოუს კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივა. “ლუკ შოუმ ეს კონტრაქტი დაიმსახურა. ის ვარჯიშზე ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობს და მოგებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდაა, მას უკვე საკმარისი ნდობა აქვს მოპოვებული და რაც მთავარია, აქვს განვითარების დიდი პერსპექტივა. მიხარია რომ ჩემს გუნდში ინგლისელი ტალანტი თამაშობს, […]
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო დასაჯა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო უხამსი საქციელის გამო დასაჯა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირების დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს დროს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მისთვის ჩვეული მაგრამ პროფესიონალი მენეჯერისათვის შეუფერებელი ქცევით დაგვამახსოვრა თავი. “ტელეკამერების წინ ჟოზე მოურინიოს გამოსვლა იყო აგრესიული, შეურაცხმყოფელი და უხამსი”, – აღნიშნულია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. […]
დიდიე დეშამი: “პოგბასა და მოურინიოს საქმეში ჩარევა არ მსურს”
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, იგი პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის გაუარესებულ ურთიერთობაში ჩარევას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა პოგბას კაპიტნობა მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა (იხილეთ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟოზეს განმარტება). “მათ საქმეში ჩარევა არ მსურს და საქმე თავად უნდა მოაგვარონ. რეალურად, პოგბას საფრანგეთის ნაკრებში […]
მანჩესტერის სპორტულმა დირექტორმა მოურინიოს შემცვლელი შეარჩია
“მანჩესტერ იუნაიტედმა” უკანასკნელი 29 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. “წითელი ეშმაკების” სათამაშო ფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულაციის მთავარ თემას ჟოზე მოურინიოს შემცვლელის ვინაობის დადგენა წარმოადგენს. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის დასჯის შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ყველაზე რეალურ კანდიდატად ზინედინ ზიდანი განიხილება. თუმცა გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების, The […]
როი კინი: მანჩესტერ იუნაიტედი მტირალა ბავშვების გუნდად გადაიქცა
ლეგენდარული ირლანდიელი ფეხბურთელი როი კინი მანჩესტერ იუნაიტედს აკრიტიკებს. მან “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს “მტირალა” ბავშები უწოდა და სატურნირო ცხრილში მძიმე მდგომარეობის ფონზე ჟოზე მოურინიოს წარმატება უსურვა. როი კინმა ინგლისურ პრესასთან “მანჩესტერ იუნაიტედზე” ისაუბრა: “გუნდში არეული სიტუაციაა, ზოგ ფეხბურთელს არ მოსწონს ჟოზე მოურინიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, ხოლო ზოგს კი პირიქით, რაც გუნდში არეულობას იწვევს. ყველაფერი შესაძლებელია, […]
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი სკანდალში გაეხვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანს, ანტონიო ვალენსიას ბოდიშების მოხდა და განმარტებების გაკეთება უწევს. ანტონიო ვალენსიას თავის მართლება Instagram-ზე განთავსებული პოსტის მოწონების გამო მოუხდა. “წითელი ეშმაკების” ეკვადორელმა კაპიტანმა, Instagram-ზე ფოტო მოიწონა, რომელსაც შემდეგი ტექსტი ჰქონდა დართული: “დროა მოურინიო წავიდეს”. მოგვიანებით, 33 წლის ვალენსია იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ ფოტო მოიწონა და ტექსტის […]
მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვალენსიას” უმასპინძლა, ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა კვლავ ვერ გაიმარჯვეს. წელს, მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ცუდ ფორმაშია, რაც პრემიერ ლიგის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. კერძოდ, მანჩესტერელები 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფებიან. მანჩესტერ იუნაიტედმა, ბოლოს ოლდ ტრაფორდზე 10 აგვისტოს გაიმარჯვა, სადაც “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
კარაგერი: “მოურინიოს სეზონის დასრულებამდე გააგდებენ”
“ლივერპულის” ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია: “ჟოზე გუნდს მომავალ წელს არ გაწვრთნის და დიდი შანსია, რომ იგი სეზონის დასასრულამდე გააგდონ”, – აღნიშნა მან. Sky Sports-ის ამჟამინდელი ანალიტიკოსის განცხადებით, ჟოზეს ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩებში “ვალენსიასა” და “ნიუკასლის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, “მანჩესტერი” ოლდ […]
მოურინიომ პოგბას შესახებ განცხადება გააკეთა
“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავკაცმა ისაუბრა მის ურთიერთობებზე პოლ პოგბასთან და ახსნა თუ რატომ ჩამოართვა მას ვიცე-კაპიტნის სამკლავური. მედიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, მოურინიო უკმაყოფილო იყო პოგბას ნეგატიური განცხადებებით გუნდის თამაშთან დაკავშირებით, შაბათს “ვულვზთან” გამართული მატჩის შემდეგ. პარასკევს, “ვესტ ჰემთან” მატჩისწინა პრესკოფერენციაზე მოურიომ განაცხადა – “არ არსებობს კლუბზე დიდი ფეხბურთელი. თუ მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით, ის […]
10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა
პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტის ზრდის ფონზე, გავიხსენოთ, თუ რომელ ცნობილ ფეხბურთელებთან ჰქონდა პორტუგალიელ სპეციალისტს უთანხმოება.