მოურინიოს რეაქცია როდესაც მსაჯმა სტერლინგს მეორე ყვითელი ბარათი არ მისცა (ვიდეო)
მოურინიო ვირტუალური პრესკონფერენციიდან გაიქცა (ვიდეო)
“ბორნმუთთან” უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის საღამო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის, მორიგ საკულტო პრესკონფერენციად იქცა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შემდეგ, პრემიერლიგაში მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად იმართება. ცხადია, პორტუგალიელსაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ ფორმით მოუწია. მას მერე, რაც ჟურნალისტი მიესალმა და ჰკითხა, ესმოდა თუ არა მისი ხმა, “განსაკუთრებულმა” უარყოფითი პასუხი გასცა, ყურსასმენი მოიხსნა და ტერიტორია […]
გვარდიოლა სიტიში ჰარი კეინს ითხოვს
ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა მოსთხოვა. ბრიტანული გამოცემის თანახმად, პეპ გვარდიოლამ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერისას, ერთ-ერთ პირობად ჰარი კეინის შეძენა წააყენა. გარდა იმისა, რომ სერხიო აგუერო ტრავმირებულია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არგენტინელი 32 წლისაა, კეინის შეძენა კი ერთგვარ გრძელვადიან პროექტად შეიძლება განვიხილოთ: 27 წლის ინგლისელის შედეგიანობა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებს. […]
,,საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ საშინლად ვარჯიშობს” – მოურინიო აზარზე
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,რეალ მადრიდის” შემტევზე – ედენ აზარზე ისაუბრა: ,,სიმართლე აზარის შესახებ არის ის, რასაც ხედავთ, ედენი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ საშინლად ვარჯიშობს. წარმოიდგინეთ, როგორი მოთამაშე გახდებოდა, ვარჯიშების მიმართ პროფესიონალურად რომ იყოს განწყობილი. აზარი შესანიშნავი პიროვნებაა, ნამდვილი ოჯახის კაცი. ის ფეხბურთელთა ამ თაობას არ ჰგავს, ოჯახზე, ბავშვებსა და მშობლებზეა […]
საუთგეიტს პრობლემები აქვს
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი შედეგის შემდეგ, ფანები აქტიურად ითხოვენ საუთგეიტის წასვლას. ერთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “მოლენიუზე”, ინგლისმა ვერ შეძლო იტალიის დაცვის გარღვევა და მატჩი 0:0 დასრულდა. საუთგეიტის პრობლემებს ისიც ემატება, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში, მის გუნდს, გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია. ინგლისს ჯგუფში იტალია, უნგრეთი და გერმანია ჰყავს. “სამი ლომი” ყველას ჩამორჩება […]
ჟოზე მოურინიო: “სევილიასთვის ფინალი ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის კი განსაკუთრებული შემთხვევა”
უეფას ევროპა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის წინ, “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა და “სევილიასთან” მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ჩვენ ვიმსახურებთ ამ ფინალში თამაშს. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეს გრძელი გზა იყო, არა ისეთი, როგორც ჩვენი მეტოქისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა. ჩვენ გვინდა თამაში, დრო დადგა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ საუკეთესო […]
მოურინიოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ოფიციალურად დასრულდა
ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, ესპანეთში კვლავ მძვინვარებს. ესპანელმა სამართალდამცველებმა არაერთ ვარკსკვლავს წაუყენეს ბრალი გადასახადების დამალვაში. კრიშტიანო რონალდუს, ლეო მესის, ხავიერ მასკერანოსა და ალექსის სანჩესის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ჯერიც დადგა. 11 თვის წინ, სასამართლო პროცესიდან გამოსულმა მოურინიომ, რეპორტიორებს განუცხადა, რომ მან 3.3 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა, რათა 1 წლიანი პატიმრობისთვის თავი აერიდებინა. მიუხედავად მოურინიოს […]
მანჩესტერის დროებითი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა, რომელიც კომპენსაციის სახით 24 მილიონ ფუნტსაც მიიღებს. კლუბმა დროებით მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პორტუგალიელის ასისტენტი და კლუბის ლეგენდა, მაიკლ კერიკი დანიშნა, რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლამდე გაწვრთნის კლუბს. ასევე ნახეთ: რა თანხას მიიღებს ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვების შემდეგ
მოურინიოს 2005/06 წლების საიდუმლო ჩანაწერი საჯარო გახდა
ინგლისურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა. 2005/06 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში უწევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი თანაშემწე, ანდრე ვილაშ-ბოაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს დააკვირდნენ და მათზე საბოლოო ანგარიში ჩამოაყალიბეს. კარლეს პუიოლის შესახებ: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მის წინააღმდეგ დანიშნულ ჯარიმებზე გიჟდება და პროვოკაციაზეც მიდის. პოზიციის შერჩევა უჭირს, რადგან ფორვარდებს ნახევარდაცვაში ამოყვება […]
მოურინიო – მაღალი ხელფასები და კომპენსაციები პრემიერლიგის გუნდებში
ჟოზე მოურინიო პრემიერლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გასულ კვირას “ტოტენჰემში” პოჩეტინო ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, მოურინიოს სამწვრთნელო კარიერა დიდ ხელფასებთანაა დაკავშირებული. გამონაკლისი არც “სპურსი” გამოდგა, სადაც ჟოზე წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს. გავიხსენოთ 2004 წელი – “პორტუსთან” ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შემდეგ, მოურინიო რომან აბრამოვიჩმა “ჩელსიში” მიიწვია. მაშინ პორტუგალიელი 5 მილიონ ევროს იღებდა, რითაც მსოფლიოს […]
მოურინიო: “ჩემპიონთა ლიგიდან ტოტენჰემის გამოვარდნა შეიძლება კარგიც იყოს”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნა გუნდისთვის შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორმატჩიან დუელში, “ტოტენჰემი” გერმანულ “ლაიფციგს” დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 4:0 დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონურმა გუნდმა გამარჯვება უკვე ზედიზედ მე-6 მატჩში ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, “ლაიფციგთან” დასრულებული მატჩის შემდეგ, მოურინიომ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა. “ჩემი […]
ჟოზე მოურინიო: “5 ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავ”
“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში, მატჩის მიმდინარეობისას 5 ცვლილების გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. “პირადად მე, 5 ცვლილება სულაც არ მჭირდება. მატჩების უმეტეს ნაწილში, საერთოდ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ზოგადად ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეცვლა შეგვიძლია, კარგია. მას მერე, რაც გადაწყდა, რომ მწვრთნელებს მატჩის შეჩერება მხოლოდ 3-ჯერ […]