პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა, ზურაბ კინწურაშვილმა, -74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. კინწურაშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრის მოგება შეძლო – მერვედფინალში ლეროი ნსილუ დილანდუ (ირლანდია) დაამარცხა, მეოთხედფინალში – დანიელ კესადა (ესპანეთი), ნახევარფინალში კი – სტეფან ტაკოვი (სერბეთი). ფინალში ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელ ნეჯად პუშიჩს მოუგო (2:0) და ჩემპიონი გახდა. […]