1800-ე 3-ქულიანი ტომპსონი 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა | VIDEO
იანვარი 10, 2022 11:42 am
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 96:82 დასრულდა. თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, “გოლდენ სტეიტის” ლიდერი – კლეი ტომპსონი დაბრუნდა. “კლივლენდთან” გამართულ შეხვედრაში, ტომპსონმა 19:55 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში 17 ქულის დაგროვება და 3 მოხსნის შესრულება შეძლო.
“კლივლენდის” წინააღმდეგ ტომპსონმა სამი 3-ქულიანის ჩაგდება შეძლო, რითიც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა და კარიერის განმავლობაში ზუსტად შესრულებული 1800 3-ქულიანი დააგროვა.
🔥 @KlayThompson is back! 🔥
17 PTS | 3 3PM | @warriors W | #KlayDay pic.twitter.com/nK77bPqJtU
— NBA (@NBA) January 10, 2022