აგუერომ ასტონ ვილას დუბლი შეუსრულა და პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა (ვიდეო)

საქმე ეხება ლეგიონერების მიერ პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობას. დღევანდელ დღემდე რეკორდსმენი ტიერი ანრი გახლდათ 175 გოლით, მაგრამ არგენტინელმა ვარსკვლავმა “ასტონ ვილას” ორი გოლი გაუტანა და 176-ე გოლი შეაგდო. დღეიდან კუნ აგუერო გახლავთ პრემიერ ლიგის საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი. არგენტინელი ამ ნიშნულს აუცილებლად გააუმჯობესებს და მის რეკორდს ძალიან დიდი ხანი ვერავინ შეეხება.

სტატიის ავტორი
-