ავსტრალიელი და ზელანდიელი მორაგბეების ღირსეული საქციელი (ფოტო/ვიდეო)

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თანაკლასელების მხრიდან მუდმივი ჩაგვრის შედეგად დათრგუნული 9 წლის ქუადენ ბეილსი დედას სთხოვდა მისთვის თავის მოკვლის შესაძლებლობა მიეცა.

შემზარავი ვიდეორგოლის შემდეგ, ბულინგის შედეგად განადგურებულ ქუადენს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი მორაგბეებიც შეუერთდნენ.

ავსტრალიელი და ზელანდიელი მორაგბეების ღირსეული საქციელი (ფოტო/ვიდეო) 1

ავსტრალიელი და ზელანდიელი მორაგბეების ღირსეული საქციელი (ფოტო/ვიდეო) 2

ავსტრალიელმა და ზელანდიელმა მორაგბეებმა 9 წლის ქუადენ ბეილსის ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგის ოლ სტარის მატჩს, რომელშიც ავსტრალიური Indigenous All-Stars-ი ახალ ზელანდიურ Maori Kiwis All-Stars-ის დაუპირისპირდა სპეციალური სტუმრის სტატუსით ქუადენ ბეილსი დაესწრო.

 

ვირუსულად გავრცელებული ვიდეო 23 თებერვალსაა გადაღებული. ქუადენ ბეილსი ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგის ოლ სტარის მატჩზე მორაგბეებთან ერთად გამოვიდა.

სტატიის ავტორი
-