დეივისმა დიუსელდორფთან 35.4 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა (ვიდეო)

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მიუნხენის “ბაიერნსა” და “დიუსელდორფს” შორის, სადაც “რეკორდმაისტერმა” მეტოქე 5:0 გაანადგურა.

შეხვედრაში დაფიქსირდა გამორჩეული მომენტი. მიუნხენელთა მარცხენა მცველმა დეივისმა საოცარი სისწრაფე გამოავლინა. მეტოქეს საკმაოდ შორი მანძილიდან გამოეკიდა და ბურთი წაართვა. სიჩქარე კი 35.4 კმ/სთ გახლდათ.

 

მოგვიანებით კი ალფონსომ ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა. 

შეგახსენებთ, რომ ალფონსო დეივისი “ბაიერნმა” “ვანკოვერიდან” გადმოიყვანა 2018 წლის ზაფხულში.  კანადელი ფეხბურთელი საოცარ პროგრესს სთავაზობს გულშემატკივრებს და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დეივისმა დიუსელდორფთან 35.4 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-