დი მარიამ მანჩესტერის გულშემატკივარს აგინა (ვიდეო)
თებერვალი 13, 2019 2:26 am
“მანჩესტერსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ანხელ დი მარია გახდა, რომელმაც 2 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა არგენტინელი შემტევი მხოლოდ ამის გამო არ მოქცეულა ყურადღების ობიექტში.
პირველი ეპიზოდი იყო დი მარიას წინააღმდეგ ეშლი იანგის უხეშობა, როდესაც დი მარიამ კინაღამ ხელის მძიმე ტრავმა მიიღო.
![დი მარიამ მანჩესტერის გულშემატკივარს აგინა (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2019/02/AlanDawsonSport-1095423445557497857-20190213_004436-img1.png)
ცოტა ხანში დი მარიას ასისტით პარიზელებმა ანგარიში გახსნეს, სადაც დი მარიამ თავი უღირსი საქციელით გამოიჩინა – მან ყოფილი გუნდის გულშემატკივარს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც კამერებს არ გამორჩენიათ.
Di Maria to Manchester united fans
F***k you f***k you pic.twitter.com/XUKnMX4EU1
— Chelsea News 📝 (@Sarriballfc) February 12, 2019
ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტს რეაგირება.
Tags: ანხელ დი მარია, პოპულარული