ინდიანა 109:119 მილუოკი | VIDEO
ოქტომბერი 26, 2021 11:18 am
NBA-ის რეგულარული სეზონის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ინდიანა” “მილუოკის” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 109:119 დასრულდა. NBA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს ატარებდა.
ორი ქართველის დაპირისპირება სანდრო მამუკელაშვილისა და “მილუოკის” გამარჯვებით დასრულდა. გოგა ბითაძემ “ინდიანას” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. პარკეტზე გატარებულ 17:40 წუთში, ბითაძის მონაგარი 7 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას შეადგენს. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 9:54 წუთი დაჰყო – “მილუოკის” ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
![ინდიანა 109:119 მილუოკი | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/10/222-7.jpg)