ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი ანორთოსისის შემადგენლობაში

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ, კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა – ამჯერად მან “პაფოსის” კარის აღება შეძლო.

კაჭარავას გოლის მიუხედავად, “ანორთოსისმა” გამარჯვება ვერ მოიპოვა და “პაფოსს” სახლში ანგარიშით 2:2 დაუზავდა. 13 მატჩის შედეგად, “ანორთოსისი”  კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

იხილეთ კაჭარავას გოლი

ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი ანორთოსისის შემადგენლობაში 1

სტატიის ავტორი
-