ნუ მაბრმავებ – თელავის ფეხბურთელები საზოგადოებრივ პროტესტს შეუერთდნენ (ვიდეო)
ივნისი 26, 2019 12:42 pm
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში, “თელავი” “მერანს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. “მერანის” კარში გატანილი გოლის ავტორები გიორგი ერისთავი, დმიტრო პუდი და ირაკლი რუხაძე გახდნენ. აღსანიშნავია, რომ “თელავის” ფეხბურთელები გატანილი გოლების აღნიშვნის დროს საზოგადოებრივ პროტესტს “ნუ მაბრმავებ”-ს შეუერთდნენ.
![ნუ მაბრმავებ - თელავის ფეხბურთელები საზოგადოებრივ პროტესტს შეუერთდნენ (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2019/06/65045952_335584717334243_5783612594405244928_n.png)