შერმადინის ბრწყინვალე თამაშმა უნიკახას გამარჯვება მოუპოვა (ვიდეო)
ნოემბერი 8, 2018 5:00 pm
ევროქაფის მე-6 ტურის შეხვედრაში, “უნიკახა” “რიტას”-ს დაუპირისპირდა, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 95:76 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებული გამოდგა გიორგი შერმადინისთვის, რომლის ბრწყინვალე თამაშმა “უნიკახას” გამარჯვება მოუპოვა.
“უნიკახას” ქართველმა ცენტრმა 21:03 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის მანძილზე შერმადინის მონაგარი 23 ქულას, 5 მოხსნასა და 1 ასისტს შეადგენს.
Category: ვიდეო მიმოხილვები, კალათბურთი