ტალახაძე არ ჩერდება – ვარჯიში 315 კილოგრამით | VIDEO

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები შეკრებას ბათუმში გადის, რის შემდეგაც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება. 7-17 დეკემბერს ტაშკენტი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე უპირობო ფავორიტადაა მიჩნეული.

ოლიმპიური ჩემპიონისა და რეკორდსმენის ოფიციალურ Instagram გვერდზე ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ლაშა ტალახაძე ჩაჯდომებს 315 კილოგრამით აკეთებს.

სტატიის ავტორი
-