უეინ რუნის ემოციური დამშვიდობება (ვიდეო)
ნოემბერი 16, 2018 12:55 pm
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისი აშშ-ს დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი განსაკუთრებით ემოციური გამოდგა უეინ რუნისათვის, რომელმაც ნაკრების მაისური უკანასკნელად მოირგო.
უემბლიზე გამართული მატჩი ინგლისის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. უეინ რუნი 57-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მან ყოფილი თანაგუნდელი, ჯესი ლინგარდი შეცვალა. ინგლისის მაისურით ჩატარებულ 120 შეხვედრაში რუნიმ 53 გოლის გატანა შეძლო.
![უეინ რუნის ემოციური დამშვიდობება (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2018/11/1-1.jpg)
02:53