ვესტბრუკი და ჯორჯი ოკლაჰომასა და NBA-ის რეკორდსმენები გახდნენ (ვიდეო)
თებერვალი 12, 2019 11:51 am
“ოკლაჰომა” “პორტლენდის” დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 120:111 დასრულდა. “ოკლაჰომას” გამარჯვებაში გუნდის ლიდერებმა პოლ ჯორჯმა და რასელ ვესტბრუკმა ლომის წვლილი დაიდეს.
აღსანიშნავია, რომ რასელ ვესტბრუკი და პოლ ჯორჯი “ოკლაჰომასა” და NBA-ის რეკორდსმენები გახდნენ. ჯორჯი და ვესტბრუკი NBA-ის ისტორიაში მე-9 წყვილია, რომლებმას სამმაგი დუბლის გაფორმება ერთი და იგივე შეხვედრაში შეძლეს. ამასთანავე ჯორჯი და ვესტბრუკი გახდნენ პირველი თანაგუნდელები, რომლებმაც სამმაგი დუბლი 20+ ქულით გაიფორმეს.
![ვესტბრუკი და ჯორჯი ოკლაჰომასა და NBA-ის რეკორდსმენები გახდნენ (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/files/2019/02/nbastats-1095186626412716032-20190212_090333-img1-1.jpg)