თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” წინააღმდეგ ბენეფისი ჰქონდა – ახალგაზრდა ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ თავის გუნდს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.
22 წლის თავდამსხმელის დიდებული თამაში რეიტინგულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 9 ქულით შეაფასა, რაც არც ისე ხშირია, თუმცა კიდევ უფრო იშვიათია სრულფასოვანი შეფასების დამსახურება. მოდით გავიხსენოთ ის 11 ფეხბურთელი და 12 შემთხვევა, რომელმაც ერთ კონკრეტულ მატჩში 10/10 შეფასება მიიღეს.
- ფრენკ საუზე (საფრანგეთი U21) VS საბერძნეთი U21 – 1988
- ბრუნო მარტინი (საფრანგეთი U21) VS საბერძნეთი U21 – 1988
- ოლეგ სალენკო (რუსეთი) VS კამერუნი – 1994
- ლარს ვინდფილდი (“ორჰუსი”) VS “ნანტი” 1997
- ლიონელ მესი (“ბარსელონა”) VS “არსენალი” – 2010
- ლიონელ მესი (“ბარსელონა”) VS ლევერკუზენის “ბაიერი” – 2012
- რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდის “ბორუსია”) VS მადრიდის “რეალი” 2013
- კარლოს ედუარდო (“ნიცა”) VS “გენგამი” – 2014
- ნეიმარი (“პსჟ”) VS “გენგამი” – 2018
- დუშან ტადიჩი (“აიაქსი”) VS მადრიდის “რეალი” – 2019
- ლუკას მოურა (“ტოტენჰემი”) VS “აიაქსი” – 2019
- სერჟ გნაბრი (მიუნხენის “ბაიერნი”) VS “ტოტენჰემი” 2019