ბელგიის ჟუპილერლიგის ფლეი ოფის მეორე მატჩში გიორგი მიქაუტაძის ,,სერენმა” ,,ვაასლანდ-ბევერენი” სტუმრად 5:2 დაამარცხა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, შესაბამისად, მომავალ სეზონში ბელგიის უმაღლეს ლიგაში სწორედ ,,სერენი” ითამაშებს.
დღევანდელ დაპირისპირებაში ქართველმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 20 წლის თავდამსხმელმა 22-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ გოლის გატანა გუნდების პირველ შეხვედრაშიც შეძლო – ჟორჟმა იმ მატჩის 92-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე ,,სერენის” მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მიქაუტაძის მეორე გოლი: