ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ფერან ტორესი ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.
,,ბარსელონა” ფერანის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს (პლუს 10 მილიონი ბონუსის სახით) გადაიხდის და ფორვარდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მიმდინარე სეზონში ფერან ტორესის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ესპანელს ,,ქალაქელებთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Ferrán Torres has arrived in Barcelona today together with his agents and he’s in the city right now. Medical to be completed tomorrow morning as per @tjuanmarti 🇪🇸🛬 #FCB
Official statement in the coming hours. Five year deal. €55m plus €10m add ons to City. The deal is done. pic.twitter.com/HGMtqVvGon
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 26, 2021