სოციალურ ქსელებში დარვინ ნუნიესის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმების ამსახველი ვიდეო კრებული გავრცელდა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ “ლივერპულის” ახალწვეული თერთმეტმეტრიან ნიშნულთან აუღელვებლად დგას და დარტყმის მომენტში, სიმშვიდისა და სიზუსტის იდეალურ ბალანსს იცავს.
მერსისაიდული გრანდის მომავალი ვარსკვლავი “ალმერიასა” და “ბენფიკაში” პენალტებს 100%-იანი სიზუსტით ასრულებდა, თუმცა, იურგენ კლოპს მოჰამედ სალაჰის სახით, პენალტების იდეალური შემსრულებელი უკვე ჰყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფაბინიოზე, რომელიც გასულ სეზონში თერთმეტმეტრიან ნიშნულთან რამდენჯერმე ვიხილეთ.
Twitter-ის მომხმარებელმა, სოციალურ ქსელში, 22 წლის დარვინ ნუნიესის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული პენალტების ვიდეო, შემდეგი სახელწოდებით გამოაქვეყნა: “ვფიქრობ პენალტების ახალი შემსრულებელი გვყავს”.
I think we have a new penalty taker
— CF Comps (@CF_Compss) June 15, 2022