უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა.
ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი” პირველ ტურში ,,ლივერპულს” უმასპინძლებს, მატჩი 7 სექტემბერსაა ჩანიშნული. ნეაპოლელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პირველ ნოემბერს ,,მერსისაიდელებთან” სტუმრად ჩაატარებენ.
,,კოპენჰაგენი” კი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, 6 სექტემბერს, პირველ მატჩში, ,,დორტმუნდს” ესტუმრება.
ნაპოლის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:
- ნაპოლი – ლივერპული / 7 სექტემბერი
- რეინჯერსი – ნაპოლი / 13 სექტემბერი
- აიაქსი – ნაპოლი / 4 ოქტომბერი
- ნაპოლი – აიაქსი / 12 ოქტომბერი
- ნაპოლი – რეინჯერსი / 26 ოქტომბერი
- ლივერპული – ნაპოლი / 1-ლი ნოემბერი
კოპენჰაგენის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:
- დორტმუნდი – კოპენჰაგენი / 6 სექტემბერი
- კოპენჰაგენი – სევილია / 14 სექტემბერი
- მანჩესტერ სიტი – კოპენჰაგენი / 5 ოქტომბერი
- კოპენჰაგენი – მანჩესტერ სიტი / 11 ოქტომბერი
- სევილია – კოპენჰაგენი / 25 ოქტომბერი
- კოპენჰაგენი – დორტმუნდი / 2 ნოემბერი
🗓 Our @ChampionsLeague fixture list 👉 https://t.co/UOuZsNhs1P#UCL
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) August 27, 2022
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/plbN01eCUl