დღეს, სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ტორინოს” უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-10 შეხვედრას ჩაატარებს.
ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.
7 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 17 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,ტორინო” კი 10 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.