გავლენიანმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გამოავლინა.
დაახლოებით 3500 მატჩის შედეგის სიმულაციით, Swiss Football Data-მ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაასახელა.
კალკულაციის შედეგად, ნიდერლანდებს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი 15,2% აღმოაჩნდა. ნიდერლანდებთან ერთად, პირველ ხუთეულში ბელგია (14,6%), არგენტინა (12,4%), საფრანგეთი (9,0%) და ბრაზილია (8,7%) შევიდნენ. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ.
შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნება. აღნიშნული დაპირისპირება 20 ნოემბერს გაიმართება. მუნდიალი 28 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
![Swiss Football Data - მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია?! 1 Swiss Football Data - მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია?! 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/11/222-1.png)