ნაგელსმანი: ,,არ მჯერა, რომ მბაპე ბაიერნთან მატჩს გამოტოვებს”

,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ,,პარი სენ ჟერმენთან” მატჩში კილიან მბაპეს შესაძლო არყოფნაზე ისაუბრა:

,,არ მჯერა, რომ მბაპე მატჩს გამოტოვებს, მგონია, რომ ითამაშებს. არ ვიცი, როგორი დაზიანება მიიღო. პარიზელთა პრესსამსახურის განცხადება საკმაოდ ბუნდოვანია.

ვერ წარმომიდგენია, რომ კილიანი ჩვენთან შეხვედრაში არ იქნება,” – განაცხადა ნაგელსმანმა.

მბაპემ ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, ,,მონპელიესთან” შეხვედრაში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.

,,ბაიერნსა” და ,,პსჟ-ს” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი 14 თებერვალსაა ჩანიშნული.

ნაგელსმანი: ,,არ მჯერა, რომ მბაპე ბაიერნთან მატჩს გამოტოვებს”

სტატიის ავტორი
-