ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ჟირონამ” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მარცხის მიუხედავად, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,ღამურების” ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც WhoScored-ისგან 8,1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
22 წლის მეკარეს ,,ჟირონასთან” მატჩში 7 სეივი ჰქონდა, ბურთს სულ 40-ჯერ შეეხო და 25-დან 20 (80%) სწორი პასი გააკეთა.
ლა ლიგის 20 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. ,,ღამურები” მომავალ მატჩს 12 თებერვალს, ,,ბილბაოსთან” შინ გამართავენ.
ლა ლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
მეკარე – მამარდაშვილი
მცველები – პერესი, ალდერეტე, ალვარესი, ალბა
ნახევარმცველები – რაფინია, სანსეტი, დარდერი, მილა
თავდამსხმელები – ლარსენი, გარსია