“ნაპოლი კვარაცხელიას ბრწყინვალე კონტრაქტს უმზადებს” – იტალიური პრესა

იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” მზადაა კვარაცხელიას კოლოსალური ანაზღაურება შესთავაზოს და კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივოს. წყაროს მტკიცებით მხარეთა შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს მომავალში კვარა განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ნეაპოლიტანური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს და ყოველწლიური ხელფასის სახით €4 მილიონს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, კვარა “პარტენოპეის” მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება. ამ დროისათვის “ნაპოლის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია.

https://twitter.com/ActuFoot_/status/1641025663212703744

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

“ნაპოლი კვარაცხელიას ბრწყინვალე კონტრაქტს უმზადებს” – იტალიური პრესა

სტატიის ავტორი
-