ინგლისის ასოციაციის თასის კენჭისყრის შედეგად, მე-5 ეტაპის წყვილები გამოვლინდა. ტრიუმფალური სტარტის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერს მორიგი გამოცდის ჩაბარება “ჩელსის” წინააღმდეგ მოუწევს.
კენჭისყრის შედეგად, “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება – სწორედ აღნიშნული მატჩი იწვევს გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს. “წითელი ეშმაკებისაგან” განსხვავებით გაცილებით ადვილი მეტოქე ელის “მანჩესტერ სიტის”, რომელიც “მიდლსბრო” – “ნიუპორტის” წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ინგლისის ასოციაციის თასის მე-5 ეტაპის წყვილები:
“ბრისტოლი” ან “შრიუსბერი” – “ვულვზი”
“უიმბლდონი” – “მილუოლი”
“დონკასტერი” – “კრისტალ პალასი”
“მიდლსბრო” ან “ნიუპორტი” – “მანჩესტერ სიტი”
“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”
“სუონსი” – “ბარნეტი” ან “ბრენტფორდი”
“პორტსმუთი” – “ქუინს პარკ რეინჯერსი” ან “უოტფორდი”
“ბრაიტონი” – “ვესტ ბრომვიჩი” ან “დერბი”