ATP ანტვერპენი – ფინალი (ედმუნდი-მონფილსი)

დასრულდა ბელგიაში მიმდინარე 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი, სადაც საფინალო ეტაპზე ერთმანეთს ბრიტანელების პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი კაილი ედმუნდი და რეიტინგის 38-ე ნომერი, გამოცდილი ფრანგი, გაელ მონფილსი დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრის ფავორიტად სპეციალისტები ედმუნდს მიიჩნევდნენ. დაძაბული და დრამატული მატჩი 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში მონფილსმა საწყისი 3 გეიმი ზედიზედ მოიგო რის შემდეგაც შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და საბოლოო სეტი ანგარიშით – 6:3 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, საბოლოოდ კი ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ბრიტანელმა ჩოგბურთელმა შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. ტაი-ბრეიკზე ბრწყინვალე თამაშის წყალობით, სეტის გამარჯვებული კაილი ედმუნდი გახლდათ.

მესამე და გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე. 6-6 უშეცდომოდ აღებული მოწოდებების შემდეგ, მეორე სეტის მსგავსად, ფინალის ბედიც ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა. თანაბრად მიმდინარე ტაი-ბრეიკში საბოლოოდ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა იმარჯვა ანგარიშით 7:4.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:3, 6:7(2), 6:7(4) ედმუნდი ანტვერპენის ჩემპიონია.

სტატიის ავტორი
-