ბასილაშვილის მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხა და სარეკორდო მაჩვენებელი რეიტინგში

საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ის ტიტულს დაეუფლა, მან ურთულესი გზა განვლო ფინალამდე, სადაც მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერ, არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს 2 სეტში, ანგარიშით – 6:4, 6:4 სძლია.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა საკუთარ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მომდევნო კვირიდან იგი მსოფლიო რეიტინგში 23-ე (!) პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ბასილაშვილის მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხა და სარეკორდო მაჩვენებელი რეიტინგში 1

ჩინეთის ღია პირველობის ტიტულის მოპოვებასთან ერთად ნიკამ 733 320 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

მომდევნო კვირიდან იგი შანხაის მასტერსზე იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ახალგაზრდა კანადელი, დენის შაპოვალოვი იქნება.

ბასილაშვილის მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხა და სარეკორდო მაჩვენებელი რეიტინგში

სტატიის ავტორი
-