ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას ძირითადი ბადიდან იწყებს, მისი მეტოქე 29 წლის სლოვენიელი ალიაჟ ბედენეა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 78-ე პოზიციას იკავებს.

ქართველი მოთამაშე პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის – რაფაელ ნადალის ბადეშია. იმ შემთხვევაში თუ ნიკა გადალახავს პირველ სამ რაუნდს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან – მეორე რაუნდში ჯეკ სოკი, შემდეგ კი ბრიტანელების “იმედი” კაილი ედმუნდი, მას რაფაელ ნადალის პირისპირ მოუწევს დადგომა.

წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ჩოგბურთელს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-