ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
ოქტომბერი 4, 2018 4:32 pm
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ზე ასპარეზობს, სადაც პირველ რაუნდში ჯეკ სოკი, ხოლო დღეს ფერნანდო ვერდასკო დაამარცხა.
დაძაბულ თამაშში ბასილაშვილმა საკმაოდ გამოცდილი ესპანელის დამარცხება 2 სეტში მოახერხა.
პირველ სეტში ტაი-ბრეიკის ხარჯზე ანგარიშით 7:6 (7:3), ხოლო მეორე სეტში ნიკამ დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა, შემდეგ წონასწორობა აღდგა, მაგრამ სეტის ბოლოს ნიკამ შესანიშნავად გამოიყენა პირველივე მატჩ-პოინტი და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე სავარაუდოდ მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და ამჟამად ლაივ რეიტინგში იგი 29-ე პოზიციაზეა.