ჯოკოვიჩი Vs რუდი (მიმოხილვა)
საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მესამე ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ფინალში კასპერ რუდს (4) 3 სეტში, ანგარიშით 7:6, 6:3, 7:5 მოუგო. ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. სერბმა ჩოგბურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ორი სეტი დათმო. ჯოკოვიჩმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 300 […]
მესამედ კარიერაში – იგა სვიონტეკი როლან გაროსის ჩემპიონია
ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა სვიონტეკი (პოლონეთი) გახდა, რომელმაც ფინალში კაროლონა მუხოვას (ჩეხეთი, 43) 3 სეტში, ანგარიშით 6:2, 5:7, 6:4 მოუგო. ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა. პოლონელმა ჩობურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი სეტი დათმო. სვიონტეკმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო […]
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
საქართველოს #1 ჩოგბურთელმა – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოპერაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “მეორე ოპერაცია დასრულებულია და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ…” შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მარჯვენა ხელი რამდენიმე წელია აწუხებს, რის გამოც მისთვის საყვარელ და კომფორტულ ჩოგბურთს ვერ თამაშობდა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება კორტ ქართველი ჩოგბურთელი, თუმცა სამწუხაროა ის […]
ყველაზე დიდი ჯარიმა ჩოგბურთის ისტორიაში – გასტონი მკაცრად დაისაჯა
22 წლის ფრანგი ჩოგბურთელი – ჰუგო გასტონი, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმით დაისაჯა. მადრიდის მასტერსზე, ხორვატ – ბორნა ჩორიჩთან მატჩის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც ჩორიჩმა ქულა ჩააგდო, ფრანგმა ჩოგბუთელმა ჯიბიდან ბურთი ამოიღო და კორტზე დააგდო, თითქოს ბურთი საიდანღაც შემოვარდა, იმისათვის რომ ქულა არ ჩათვლილიყო. ამ საქციელის გამო გასტონი €133 ათასი ევროთი დაჯარიმდა, რაც ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე […]
ზედიზედ მე-8 მარცხი – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა
საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მერვედ დამარცხდა და როლან გაროსს პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ – ჯულიო ზეპიერთან 2 სეტიან ბრძოლაში, ზუსტად 1 საათში 6:4 6:1 დამარცხდა და როლან გაროსს გამოეთიშა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო გამარჯვება 18 თებერვალს, დოჰას ტურნირზე მოიპოვა, მას შემდეგ კი ზედიზედ 8 მატჩია მარცხდება.
ეკატერინე გორგოძე Ambassadori Tennis Open-ის გამარჯვებულია
W25 Ambassadori Tennis Open-ის ფინალში მსოფლიოს 397-ე ჩოგანმა, ეკატერინე გორგოძემ, რომელიც ტურნირში მეშვიდე ნომრად იყო განთესილი, ბრიტანელი მეტოქე, ანნა ბროგანი (338) ორ სეტში, ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გორგოძემ ფინალამდე 4 შეხვედრის მოგება შეძლო – 1/16-ფინალში რუს მარია კოზირევას აჯობა, 1/8-ფინალში ჩინელ ზონგიუ ლისთან იმარჯვა, მეოთხედფინალში სოფია შაფათავა დაამარცხა, ნახევარფინალში კი – […]
ოფიციალურად – ნადალი როლან გაროსს გამოტოვებს
“თიხის მეფედ” წოდებული, 36 წლის ესპანელი – რაფა ნადალი, 2023 წლის როლან გაროსის დიდი სლემის ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებს. რაფა ნადალს უკვე 4 თვეა ტრავმა აწუხებს, მან ბოლო მატჩი 2023 წლის 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩაატარა, სადაც ამერიკელ ჩოგბურთელთან – მაკენზი მაკდონალდსთან 0:3 დამარცხდა. ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ნადალი 2023 წელს დიდი ალბათობით […]
თბილისში ITF-ს 15 000 და 40 000-იანი ტურნირები გაიმართა
1-7 მაისს, თბილისში ITF-ის M15 და W40 ტურნირები გაიმართა, სადაც წამყვან ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად, 10-მდე ქვეყნის სპორტსმენმა იასპარეზა. ITF-ს 15 000-იანი ტურნირის პირველ წრეში ზურა ტყემალაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერიკ არუთინიანი 2 სეტში (6:3, 6:3) დაამარცხა. მეორე წრეში ტყემალაძემ პეტრ ბარ ბირიაკოვის ბარიერი გადალახა (4:6, 7:6, 6:0). 1/4-ფინალურ ეტაპზე, ზურა ტყემალაძე ავსტრალიელ ადამ […]
ბასილაშვილი იტალიაში პირველივე რაუნდში დამარცხდა
საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა. კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე ნიკოლოზის მეტოქე, ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი, იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 სეტიან დაპირისპირებაში 6:4; 6:3 დამარცხდა და შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა. თანასი კოკინაკისი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც იტალიელებს შორის – ჩეკინატოსა და პასაროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლოს […]
ბასილაშვილი კორტს უბრუნდება – ქართველი იტალიაში იასპარეზებს
საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტს უბრუნდება და იტალიაში, კერძოდ კი კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, ძალიან გამოცდილი ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, იტალიელებს – მარკო ჩეკინატოსა და ფრანჩესკო პასაროს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 27 წლის ავსტრალიელ კოკინაკისსა და 31 […]