კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა, გუშინ პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც ,,ბარსელონაში” უკმაყოფილება გამოიწვია.

კატალონიური RAC 1-ის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ, ,,ბარსელონამ” პარიზში ნეიმართან მოსალაპარაკებლად წარმომადგენელი გააგზავნა. საუბარში ბრაზილიელმა დაადასტურა, რომ მას გუნდში დაბრუნება სურდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ,,პსჟ-სთან” ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

RAC 1-ი იუწყება, რომ 29 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილების შემდეგ, ,,ბარსელონა” იმედგაცრუებულია და თავს გამოყენებულად გრძნობს.

ნეიმარი ,,პსჟ-ში” 2017 წელს ,,ბარსელონადან” გადავიდა. ბრაზილიელის ანგარიშზე ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 112 შეხვედრაში 85 გოლი და 51 საგოლე გადაცემაა.

კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა

სტატიის ავტორი
-