მამარდაშვილი ხეტაფესთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

ლა ლიგის 28-ე ტურში ,,ხეტაფე” ,,ვალენსია” უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც გასული ტური ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ,,ვალენსიას” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა. 21 წლის მეკარემ ბოლოს ესპანეთის თასის ნახევარფინალში ,,ბილბაოსთან” ითამაშა.

,,ვალენსია” 27 თამაშის შემდეგ, 36 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა.


მამარდაშვილი ხეტაფესთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-