კაზემირო ბარსელონასთან მატჩზე: ,,კატალონიელები ახლა საუკეთესო ფორმაში არიან”

მადრიდის ,,რეალის” ნახევარმცველმა, კაზემირომ, კატალონიის ,,ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემპიონატის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა, კიდევ 30 ქულაა გასათამაშებელი. მალე ბარსელონას ვხვდებით – კატალონიელები ახლა საუკეთესო ფორმაში არიან. თუმცა, ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩის მოგებაზე ვფიქრობთ, მათ შორის ბარსელონასთანაც.

გვესმის, რომ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი მისი შენარჩუნებაა,” – კაზემიროს სიტყვებს As-ი ციტირებს.


ლა ლიგის 29-ე ტურში ,,რეალი” ,,ბარსელონას” უმასპინძლებს, მატჩი კვირას გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატს 66 ქულით სწორედ ,,სამეფო გუნდი” ლიდერობს, რომელიც მესამეადგილოსან ,,ბარსელონას” 15 ქულით უსწრებს.

კაზემირო ბარსელონასთან მატჩზე: ,,კატალონიელები ახლა საუკეთესო ფორმაში არიან”

სტატიის ავტორი
-